თბილისი, 4 თებრვალი — Sputnik. ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას სიკვდილმა, მიუხედავად იმისა, რომ დაღუპვის მიზეზები ჯერ კიდევ დგინდება, საქართველოში ლგბტ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ლგბტ საზოდადოების უფლებათა დამცველმა ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა Facebook- ის თავის გვერდზე დაწერა, რომ ტრანსგენდერი ბიანკა მოკლეს და მორიგი მსხვერპლი შესაძლოა ის გახდეს.
„ვფიქრობ მკვლელობა ბოლო მოვლენების გამო მოხდა… მხედველობაში მაქვს ჩემი სასამართლოს სარჩელი, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების ნებართვას ვითხოვ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი უფლებები ამ ქვეყანაში არ არის დაცული, მომავალში ალბათ მეც მომკლავენ“, — წერს ადვოკატი.
ტატიშვილი ასევე ფიქრობს, რომ ბიანკას ბინაში გაზის გაჟონვა სპეციალურად იყო ორგანიზებული, რათა დანაშაულის ნამდვილი მიზეზი დაეფარათ.
საქართველოს შსს განაგრძობს ტრანსგენდერ ბიანკას სიკვდილის გარემოებების გამოძიებას. 22 წლის ბიანკას სხეული მეტრომშენის დასახლებაში, ბინაში იპოვეს. იქვე ნახეს მკვდარი ძაღლიც. წინასწარი ვერსიით, სიკვდილი მხუთავი აირის გაჟონვამ გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
როგორც Sputnik-ისათვის გახდა ცნობილი, ბოლო დროს ტრანსგენდერი ბიანკა სტრეპტიზ კლუბში ცეკვით ირჩენდა თავს.
იგი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ორმეთიდან, სადაც არა ერთხელ გამხდარა თანასოფლელთა დაცინვის ობიექტი.