თბილისური უქმეები: 5-7 თებერვალი

© А. Хатиашвилиთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქარიანი თებერვლის დღეები საქართველოს დედაქალაქში გართობას ხელს ვერ შეუშლის! ამ უქმეებზე თბილისში გელოდებათ ყველაზე ლამაზი მუსიკა, სიმღერა და მრავალი სხვა სიურპრიზი. თბილისი ის ქალაქია, რომელსაც უყვარხართ! და ეს ქათინაური არაა, ეს რეალური ფაქტია! გინდათ შეამოწმოთ?!

პარასკევი, 5 თებერვალი

ვენეციურ კარნავალზე თბილისური აქცენტით დედაქალაქის Keep Calm Bar-ში შეგიძლიათ მოხვდეთ. მთავარია, თან ონავრული განწყობა იქონიოთ — საიდუმლოებით მოცულ ნიღბებს ადგილზე მიიღებთ! საკარნავალო საღამო 22:00 საათზე იწყება! 

სულისშემძვრელი ისტორიის — „გოგონა დანიიდან“ (TheDanishGirl) სანახავად ორგანიზაცია „იდენტურობა“ გიწვევთ. ფილმი პირველ მამაკაცზეა, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. ფილმის სცენარი, რომლის ავტორიც ტომ ჰუპერია, დევიდ ებერსჰოფის იგივე სახელწოდების რომანის მიხედვით 2000 წელს შეიქმნა. მთავარი როლი ბრიტანელმა მსახიობმა ედი რედმეინმა შეასრულა.

სპეციალურად ამ როლისთვის რედმეინი დიდხანს სწავლობდა ტრანსგენდერულ საზოგადოებას და წონაშიც შვიდი კილო დაიკლო. ფილმი ორიგინალურ — ინგლისურ ენაზე იქნება წარმოდგენილი. კინოსეანსი 19:00 საათზე დაიწყება. ფილმის შემდეგ სტუმრებს დისკუსიები და გემრიელი ცხელი სასმელები ელოდებათ. დასწრება თავისუფალია!

მსოფლიო ოპერისა და საოპერო ხელოვნების წარმოშობის შესახებ ისტორიის გაგება საქართველოს მწერალთა სახლში შეგიძლიათ, ღონისძიება 13:00 საათზე  დაიწყება. საოპერო ხელოვნების განვითარების საინტერესო დეტალებზე საბავშვო მწერალი ვასო გულეული ისაუბრებს. დასწრება თავისუფალია! 

ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
„ევროვიზიისთვის“ სიმღერას მთელი საქართველო შეარჩევს

შაბათი, 6 თებერვალი

გამოჩენილი იამაიკელი მუსიკოსის, რეგის ვარსკვლავის ბობ მარლის დაბადების დღის აღნიშვნა თბილისში საინტერესო დასახელების მქონე დაწესებულებაში — „მერვე სართულზე“ (Flor 8), 22:00 საათზე შეგიძლიათ. როგორც ბობ მარლიმ დაიბარა, „გიყვარდეს ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობ. იცხოვრე ცხოვრებით, რომელიც გიყვარს!“

თბილისში ამერიკული ჰაუს-დიჯეისა და „ჰაუს-მუსიკის ჰიმნის“ Move Your Body ავტორის მარშალ ჯეფერსონის (Marshall Jefferson) მოსმენა კლუბის „მტკვარზე“ სცენაზე შეგიძლიათ. ამერიკელ მუსიკოსთან ერთად გამოვლენ ქართველი დიჯეები Zurkin, Beroდა BMI. მოქმედებს Age Control. დასაწყისი 23:00 საათზე. არ გამოტოვოთ!

კატების მოყვარულებო, ყურადღება! შანსია, აჩვენოთ არა მხოლოდ კატებისადმი სიყვარული, არამედ ზრუნვა და კონკრეტული დახმარება. კატების ქართული კლუბის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაზე შეგიძლიათ 25 დაავადებულ კატას დაეხმაროთ! ამისთვის საჭიროა, მიიტანოთ საჭმელი, ქვიშა, პირსახოცები, სველი ხელსაწმენდები, ბინტი და წამლები კატებისთვის. შეხვედრის ადგილი და დროა — რუსთაველის მეტრო, 14:00-17:00 საათი. 

საქართველოს სიძველითა და სილამაზით მოხიბლული ვარ - არგენტინელი ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
საქართველოს სიძველითა და სილამაზით მოხიბლული ვარ - არგენტინელი ფოტოგრაფი
 

კვირა, 7 თებერვალი

თუ ფოტოგრაფი ბრძანდებით, მაშინ სწორედ რომ დროა, სრულყოთ საკუთარი უნარ-ჩვევები. შაბათს, მრავალრიცხოვან ფოტომოყვარულთა მოთხოვნით, კვლავ გაგრძელდება თბილისელი ფოტომხატვრის, ანდრო ერაძის მასტერ-კლასები. თქვენ გაეცნობით ფოტოთი თავის გამოხატვის საიდუმლოს, შეისწავლით საკუთარი ფოტოაპარატის შესაძლებლობებს და ქალაქური გადაღებების ოქროს წესებს. იჩქარეთ! ადგილები შეზღუდულია. 

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
ქართული კერძები კვლავ საუკეთესოთა შორისაა
 

ქართული პოლიფონიის შედევრების მყუდრო გარემოში მოსმენა შესაძლებელი იქნება მუსიკალურ ანსამბლ „იალონის“ საღამოზე, რომელიც კაფე-ბარში „ზოესთან“ გაიმართება — დასაწყისი 18:30 საათზე. მუსიკოსები განახლებულ რეპერტუარს გვპირდებიან — ქალაქური მოტივებითა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი სიმღერებით. 

ნამდვილი ქართული ნადიმი, ანუ „სლოუფუდი“ გელით კვირას თბილისის ერთ-ერთ შესანიშნავ რესტორანში სახელწოდებით Vino Underground. „სლოუფუდი“ — ეს სწრაფი კვების, იგივე „ფასთფუდის“ სისტემის საპირისპირო მოძრაობაა. საქართველოში ის ჰარმონიულად ერწყმის ულამაზეს ქართულ ტრადიციულ ნადიმს, უგემრიელეს სამზარეულოსა და უმშვენიერეს ღვინოს. გასტრონომიული წვეულება 19:00 საათზე დაიწყება. 

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0