თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სიმღერას, რომლითაც ქართველი მუსიკოსები ნიკა კოჩაროვი და YoungGeorgianLolitaz საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2016“ წარდგებიან სტოკჰოლმში, საქართველოს მოსახლეობა კენჭისყრით შეარჩევს.
სულ კონკურსზე 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა. შედეგად ევროვიზიის პროდიუსერთა ჯგუფმა მათგან ინდი-როკის სტილში ხუთი საუკეთესო შეარჩია. ამ ხუთიდან ერთი უნდა შეარჩიოს ქართველმა მსმენელმა.
კენჭისყრა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე მიმდინარეობს. პროცედურა უფასოა. სიმღერის ასარჩევად, თუ რომელი სიმღერით უნდა წარდგეს ნიკა კოჩაროვი და YoungGeorgianLolitaz ევროვიზიაზე, შესაბამისი კოდის მითითებით გზავნილი უნდა გაგზავნოთ, ან სტაციონარული ტელეფონით სიმღერის მითითებულ ნომერზე დარეკოთ.
ამგვარად, ქართველი მსმენელის სასამართლოზე ხუთი ინგლისურენოვანი სიმღერაა წარდგენილი: MidnightGold, Painin myHeart, RightandRong, SugarandMilk, Weagree.
ყველა სიმღერა ჯგუფმა ნიკა კოჩაროვი &YoungGeorgianLolitaz შეასრულა.
ამ დროისთვის 38%-ით ლიდერობსMidnightGold. მეორე ადგილზეა 26%-ით Weagree, ხოლო მესამეზე 20%-ით — Painin myHeart.
გამარჯვებულ სიმღერას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „კომუნიკატორში“ 15 თებერვალს გამოაცხადებენ.
„ევროვიზია 2016“-ის პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართება, რომელშიც ხორვატიის, ფინეთის, მოლდოვას, სომხეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, რუსეთის, ნიდერლანდების, სან-მარინოს, აზერბაიჯანის, კვიპროსის, მალტის, ბოსნია-ჰერცოგოვინიის, ესტონეთის, ჩეხეთის, ჩერნოგორიის, ისლანდიისა და ავსტრიის წარმომადგენლები გამოვლენ.
ნიკა კოჩაროვი & YoungGeorgianLolitaz-ი მეორე ნახევარფინალზე სტოკჰოლმში 12 მაისს გამოვლენ.
მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ შემსრულებლები ლატვიიდან, ბელარუსიდან, ირლანდიიდან, შვეიცარიიდან, მაკედონიიდან, ავსტრალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, სერბეთიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, დანიიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან და ბელგიიდან.
ორი ნახევარფინალიდან საუკეთესოთა ოცეული ფინალში გავა, რომელიც 14 მაისს გაიმართება. აქ მათ შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).
„ევროვიზია 2016“ სტოკჰოლმში GlobeArena-ზე ჩატარდება. შვედეთს კონკურსის ჩატარების უფლება მომღერალმა მონსზელ მერლევმა მოუტანა, რომელმაც კონკურსზე სიმღერით Heroes გაიმარჯვა. „ევროვიზიაში“ 2016 წელს მონაწილეობას კონკურსის ისტორიაში რეკორდული რაოდენობა — 43 ქვეყანა მიიღებს.
„ევროვიზია 2016“-ის ოფიციალური სლოგანია ფრაზა Come together („მოდით, ერთად“)
ჯგუფიYoungGeorgianLolitaz (YGL) 2000 წელსშეიქმნა. იგი ოთხი მონაწილისაგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე როკ-ფესტივალებში.
გასულ „ევროვიზიაში“ საქართველოს ნინა სუბლატი წარმოადგენდა, რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა.