საქართველომ შეარჩია თავისი წარმომადგენელი „ევროვიზია 2016“-ის კონკურსზე

გამოწერა
ასევე გამოცხადდა კონკურსი სომღერის შექმნაზე, რომლითაც ქართველი შემსრულებლები სტოკჰოლმში „ევროვიზია 2016“-ზე წარდგებიან.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. „ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და მისი ალტერნატიული  როკ-ჯგუფი "Young Georgian Lolitaz" წარმოადგენს, განუცხადეს ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სამშაბათს, 15 დეკემბერს. ახალგაზრდა მუსიკოს ნიკა კოჩაროვისათვის წინადადება მონაწილეობა მიეღო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსში, მისი თქმით მოულოდნელი აღმოჩნდა, რაზეც სემსრულებელმა უპასუხა: „რატომაც არა?!“.

დღესვე გამოცხადდა კონკურსი სომღერის შექმნაზე, რომლითაც ქართველი შემსრულებლები სტოკჰოლმში „ევროვიზია 2016“-ზე წარდგებიან. 

ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას დაწერონ სიმღერა  სწორედ ამ ჯგუფისათვის — ყველა კომპოზიტორს, როგორც ქართველს ისე უცხოელს. თავიდან შეირჩევა 5 სიმღერა და ამ ხუთიდან ჟიური და მაყურებელი საუკეთესოს შეარჩევს“, — თქვა საქართველოში „ევროვიზიის“ პროდიუსერმა ნათია უზნაძემ. 

კომპოზიციის ხანგრძლივობამ სამ წუთს არ უნდა გადააჭარბოს. სიმღერები CD-ფორმატში კომპოზიტორის ავტობიოგრაფიასა და ფოტოსთან ერთად მიიღება თბილისში, მისამართზე: მერაბ კოსტავას ქუჩა 68 ან ელექტრონულ ფოსტაზე: evrovision@gpb.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2016 წლის 8 იანვარია. 

© HTTP://EUROVISION-GEORGIA.GE/ ჯგუფიYoung Georgian Lolitaz (YGL)
ჯგუფიYoung Georgian Lolitaz (YGL) - Sputnik საქართველო
ჯგუფიYoung Georgian Lolitaz (YGL)

ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) 2000 წელს შეიქმნა. იგი ოთხი მონაწილისაგან შედგება: ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. 

მუსიკოსებს არა ერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე როკ-ფესტივალებში. 

შარშან ჩატარებულ „ევროვიზიაში“  მომღერალმა საქართველოდან ნინა სულბატმა მე-11 ადგილი დაიკავა. 

„ევროვიზია 2016“ მაისში სტოკჰოლმში გაიმართება. შევდეთს კონკურსის ჩატარების უფლება მომღერალმა მონს ზელმერლევმა მოუპოვა, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Heroes. 2016 წლის „ევროვიზიაში“ პირველად მიიღებს მონაწილეობას 43 ქვეყნის წარმომადგენელი. 


ყველა ახალი ამბავი
0