საქართველოს სიძველითა და სილამაზით მოხიბლული ვარ - არგენტინელი ფოტოგრაფი

გამოწერა

არგენტინელი ფოტოგრაფის პაბლო ფერარის გამოფენა, რომლითაც იგი საქართველოსადმი სიყვარულის გამოხატვას შეეცადა, თბილისში გაიმართა.

ცნობილი არგენტინელი ფოტოგრაფის პაბლო ფერარის 40-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც მან საქართველოში ყოფნისას, შვიდი თვის განმავლობაში გადაიღო, თბილისში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

„საქართველო — ეს ფოტოგრაფისთვის სამოთხეა, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სილამაზეა, რომელიც გინდა რომ დააფიქსირო“, — განაცხადა პაბლო ფერარიმ Sputnik-თან ინტერვიუში.

„ჩემი სამშობლო მშვენიერი არგენტინაა, მე ევროპის ირგვლივ ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ ეს სულ სხვაა, რაღაც არარეალური! ჩემი ქვეყანა 200 ათასი წლისაა, აქ კი იმ ადგილთან ახლოს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქის ცენტრში XII საუკუნის ტაძარი დგას. ეს შოკისმომგვრელია — მაშინ ჩემი ქვეყანა, ისევე როგორ ამერიკის ყველა სახელმწიფო, უბრალოდ არ არსებობდა“, — აღნიშნა პაბლო ფერარიმ.  


ყველა ახალი ამბავი
0