თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველო პოპულარული ამერიკული გამოცემა Thrillist-ის ყველაზე გემრიელი ეროვნული სამზარეულოს ევროპის ქვეყნების ტოპ-ლისტში მოხვდა.
საქართველომ 48 ქვეყნის რეიტინგში იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, მეოთხე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთი ქვეყნების გასტრონომიულ მიღწევებს, როგორებიცაა გერმანია, ბელგია, ხორვატია, შვეიცარია, პორტუგალია, უნგრეთი და საბერძნეთი.
„საქართველო უძველესი „სანელებლების გზის“ ცენტრში მდებარეობს, რომელიც ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას აკავშირებს, ამიტომ ამ ქვეყნის კერძები არაჩვეულებრივად მდიდარი და სავსეა ისეთი მწვანილეულისა და სანელებლების უნიკალური გამოყენებით, როგორებიცაა ქინძი და გამხმარი ყვითელი ყვავილი, რომლებიც ისეთი კომბინაციებით გამოიყენება, რომელიც სხვა რეგიონებში არ გვხვდება“, — წერს Thrillist.
ამერიკულმა გამოცემამ ქართული ეროვნული სამზარეულოს მთავარ „თავდამსხმელად“ ხაჭაპური დაასახელა.
„ხაჭაპური იმდენად პოპულარულია ქვეყანაში, რომ საქართველო ცდილობს, ის თავის სავაჭრო მარკად აქციოს“, — აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.
უგემრიელესი ქართული კერძების სიაში ხაჭაპურს მოსდევს ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი.
„კუჭმაჭი — ეს ერთ-ერთი იმ საკვებთაგანია, როდესაც მისი შემადგენლობით არ უნდა დაინტერესდე. ესაა ღორის ხორცის, მოხრაკული ნივრის, ქინძისა და ბროწეულის მარცვლების განუმეორებელი არომატისგან მიღებულიენით აღუწერელი სიამოვნება“, — წერს Thrillist.