თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან ტელეარხ „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაათავისუფლეს.
„სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრება დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პროცესს ყურადღებით აკვირდებოდნენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს თითქოს ხელმძღვანელობის ჩვეულებრივი ცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მოვლენა იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მასზე კომენტარის გაკეთება საქართველოს პრემიერსაც და მთავრობის წევრებსაც მოუხდათ.
ტელეკომპანია „მაესტრო“ არაერთხელ აღმოჩენილა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების ცენტრში. თუმცა ამჯერად აჟიოტაჟის საბაბი ის ჩანაწერი გახდა, რომელიც 2 თებერვლის ღამით გაჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამ ჩანაწერის თანახმად, მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი ხდებოდა. მანამდე მას მხოლოდ 25% ეკუთვნოდა. დანარჩენი წილები გაჩეჩილაძემ „სტუდია მაესტროს“ სხვა მეწილეებისგან გამოისყიდა.
და დაიწყო…
გარიგების მეორე დღეს „მაესტროს“ ჯერ კიდევ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს გარიგება საფრთხეს უქმნის არხის სარედაქციო პოლიტიკას, მის დამოუკიდებლობას და ამიტომ არ აპირებს „მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში“, ელოდება პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე კი ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას.
მოგვიანებით მან რატომღაც თქვა, რომ წასვლა არ სურდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა — ბაია გადაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ძმა ძმისთვისაო“
არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა მალევე დაიკავა გიორგი გაჩეჩილაძის ძმამ— წარსულში პოლიტიკურად აქტიურმა ლევან გაჩეჩილაძემ.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს თავად პარტნიორთა კრების პროცესი, რომელიც12:00 საათზე დაიწყო. კამერების სამიზნეში აღმოჩნდნენ ბაია გადაბაძე და გიორგი გაჩეჩილაძე, რომლებიც ერთმანეთს ფოიეში შეხვდნენ და ერთმანეთს ყველა ნაფიქრალი მიახალეს.
გადაბაძეს აინტერესებდა იმ თანხის წარმოშობა, რომლის წყალობითაც გაჩეჩილაძემ საკონტროლო პაკეტის მოსაპოვებლად აუცილებელი 30% გამოისყიდა.
„უცნობმა“ ყველა დაარწმუნა, რომ თანხას „სწორი წარმომავლობა“ ჰქონდა და გადაბაძე შანტაჟში დაადანაშაულა, ხოლო კართან შეკრებილ ჟურნალისტებს სთხოვა, არ დაეძაბათ ვითარება და კარგი ამინდით დამტკბარიყვნენ.
მან გადაბაძეს ტელევიზიაში სამუშაოდ დარჩენაც შესთავაზა. ისიც თითქოს დათანხმდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა და გადაბაძემ მომდევნო ინტერვიუ არხის ყოფილი გენდირექტორის რანგში მისცა.
„ესგადაწყვეტილებაარისპოლიტიკურადმოტივირებული… მეახლამივმართავიუსტიციისსამინისტროსდასაჯარორეესტრს, არდააფიქსირონესგადაწყვეტილება“, — განაცხადა გადაბაძემ.
მაგრამ თხოვნა არ გაითვალისწინეს.
ეს მთავრობის საქმე არაა
ჟურნალისტებმა მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნული ვითარების შეფასება სთხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო პირთა დავა იყო.
„მაესტროსთან“ დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, არარი სჩემი საქმე, არც მთავრობის საქმეა. კერძო ტელეკომპანიაა, ძალიან დიდი ისტორიით და მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზ ეცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ის, რომ თავდაცვის მინისტრმა დაიწყო სამ თემაზე კომენტარების კეთება“, —განაცხადათავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელს ეთანხმება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.
„რაცშეეხება „მაესტროსა“და ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას, მთავრობის პოზიცია არის ის, რაც მანამდე იყო, რომ ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან. შიდა პროცედურული თუ სხვა არსებითი საკითხები—არ მინდა პრობლემები დავარქვა—სხვადასხვა პარტნიორებმა, მეწილეებმა უნდა გადაწყვიტონ ერთმანეთში კანონით დადგენილი წესით“, — თქვა წულუკიანმა.
საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც და აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების უმთავრესი მიღწევაა“.
„სტუდია მაესტრო“
„სტუდია მაესტრო“ 1995 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი და მეორე არხებით გადიოდა ეთერში და გასართობ გადაცემებს წარმოადგენდა.
2001 წელს „სტუდია მაესტრო“ საქართველოში პირველ მუსიკალურ-გასართობ არხად გადაკეთდა, რომელიც თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“, მერე კი „ევრიკას“ საეთერო დროით სარგებლობდა.
2008 წელს „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად მოგვევლინა. 2009 წლის დასაწყისში ტელეარხმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხი სახელი მოიპოვა. „უცნობის“ ტელეშოუ „საკანი №5“ საფუძვლად დაედო იმ წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას.
ამ დროისათვის კომპანია „სტუდია მაესტროს“ 55%-ანი წილი გიოეგიგაცეჩილაძეს ეკუთვნის, დიზაინერ მაკა ასათიანის მფლობელობაშია 25%, მამუკა ღლონტისა — 15%, ხოლო ეკატერინე აკობიასი— 5%.