საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მედიასთან მიმართებით „თვითშეზღუდვისკენ“ მოუწოდებს

© Пресс-служба президентаსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის განცხადებით, თავისუფალი მედია ხელშეუვალია და პოლიტიკოსების ვალია უზრუნველყონ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. დღეს საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ  მედია უმნიშვნელოვანესი ნაწილია პოლიტიკური ცხოვრების და იგი გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საარჩევნო წელს.
„გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი და აძლევდეს ყველა პოლიტიკურ ძალას იმის შესაძლებლობას, რომ გამოხატროს თავისი პოზიცია. ჩვენი ვალია დავიცვათ და უზრუნველვყოთ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუვალია. დღეს, სხვათა შორის, საქართველოში გვაქვს ფართო მედიასპექტრი. ეს მნიშვნელოვანწილად ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ბუნებრივი თავისუფლებისმოყვარეობის და ჩვენი ბუნებრივი დემოკრატიულობიდან გამომდინარეობს. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ მიმართებით პოლიტიკოსების „თვითშეზღუდვის“ აუცილებლობას და მოუწოდა პოლიტიკოსებს არ განახორციელონ მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება.
 „რა თქმა უნდა, ეს კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური ტრადიცია, ასე ჩვენ უფრო გავაძლიერებთ დამოუკიდებელ მედიას”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის   ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0