გარდაბნის ვნებათაღელვას „ოცნების“ გამარჯვება მოჰყვა

© ЦИКცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაძაბული არჩევნები გარდაბნის მუნიციპალიტეტში მმართველი კოალიციის კანდიდატის, გოჩა ჯამარაულის გამარჯვებით დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჯამარაულმა ხმათა 70,15% მოაგროვა.

ახლა ჯამარაული გარდაბნის მუნიციპალიტეტს 2017 წლამდე უხელმძღვანელებს. ეს „ქვეყნის კარიბჭეა“ — სწორედ აქ მდებარეობს აზერბაიჯანთან სასაზღვრო „წითელი ხიდი“ და რკინიგზის საკონტროლო–გამშვები პუნქტი „გარდაბანი“. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს კი ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. 

საპარლამენტო არჩევნების  „რეპეტიცია“

ამ არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ლოკალური ხასიათის იყო, მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. მის გასაშუქებლად ყველა წამყვანი ტელეარხის ჟურნალისტი ჩავიდა ადგილზე. არჩევნებში კანდიდატურები საქართველოს ორ უმსხვილეს პოლიტიკურ ძალას ჰყავდა წარდგენილი: „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. სწორედ ეს პარტიები იქნებიან მთავარი მოწინააღმდეგეები წლის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. 

ბრიფინგი ცსკ-ში - Sputnik საქართველო
ცსკ-ს წინასწარი მონაცემებით, გარდაბანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
 

გარდაბნის მოსახლეობას ერთად თავმოყრილი ამდენი პოლიტიკოსი, ალბათ, არასდროს უნახავს. არჩევნების დღეს ადგილზე ორგანიზებულად ჩავიდნენ ორივე ძალის დეპუტატები და აქტივისტები. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არჩევნები მათი პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების რეპეტიცია გახლდათ. 

„გარდაბნის არჩევნებს ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ისე "ნაციონალური მოძრაობისთვის", გამომდინარე იქედან, რომ ეს არჩევნები ასახავს არა მხოლოდ გარდაბნის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის განწყობას. შესაბამისად, გარდაბნის არჩევნები იყო ჩვენთვის გენერალური რეპეტიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, —განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა ხმათა 29,85% მიიღო. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილი და ახალი ხელისუფლებები ერთმანეთს გარდაბნის რაიონში შეეჭიდებიან
 

ენმ დარწმუნებულია, რომ მათმა კანდიდატმა ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გამო იწვნია მარცხი და საპარლამენტო არჩევნებზე რევანშის პირობა დადო. 

„როგორც დღეს ვნახეთ, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი—ადმინისტრაციული რესურსი, სუს–ი, დაშინება, ზონდერები, ჩხუბები უბნებზე. ამით მათ წარმატება მოიპოვეს ერთ ოლქში, თუმცა ოქტომბერში იქნება 73 ოლქი… ჩვენთვის მნიშნელოვანი იყო, მოქმედებაში გვენახა ხელისუფლება და ჩვენ ვნახეთ, რომ მას აქვს მხოლოდ ნეგატიური კამპანია“, — განაცხადა ენმ–ის წევრმა სერგო რატიანმა. 

პასიურობა უბნებზე და აჟიოტაჟი ქუჩებში

არჩევნების დღეს უბნებზე ამომრჩევლის მხოლოდ 33,13% (23 805 ათასი კაცი 71 847–დან) გამოცხადდა. 

თავად არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნით, განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა. ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რაიონულ საარჩევნო კომისიებში მხოლოდ 22 საჩივარი შეიტანეს, ხოლო საოლქო კომისიაში — ერთი. 

მაგრამ სანამ უბნებზე სიმშვიდე იყო, ქუჩებში ვნებები ბობოქრობდა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები დღის განმავლობაში განცხადებებს აკეთებდნენ, რომ „ოცნება“ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. ენმ–ის დამკვირვებლები ირწმუნებოდნენ, რომ საარჩევნო უბნების სიახლოვეს მობილური ჯგუფები ადგილობრივებს აშინებდნენ და მათ მოსყიდვასაც ახერხებდნენ. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ოპოზიცია: არჩევნები გარდაბანში საქართველოს მთავრობისთვის ტესტია

„ნაციონალები“ დილიდან საუბრობდნენ ხუთი ავტომობილით მოძრავ, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებიც საარჩევნო უბნებზე დადიოდნენ და მოსახლეობას ესაუბრებოდნენ. 

დამკვირვებელთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ერთ–ერთ უბანზე გამოჩენილმა სამედიცინო პირბადეებით სახედაფარული ადამიანების ჯგუფმა. აჟიოტაჟის გამომწვევები ამტკიცებდნენ, რომ ასე „ღორის გრიპისგან“ იცავდნენ თავს, საარჩევნო უბანთან კი იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ იქვე ახლოს მცხოვრებ მეგობართან მიდიოდნენ. 

თუმცა აყალმაყალი მაინც ატყდა. 

უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, სიტყვიერი კამათი ჩხუბსა და ქვების სროლაში გადაიზარდა. 

პროვოკაცია და პასუხისმგებლობა

თვითმხილველთა თქმით, აზერბაიჯანული სკოლის მახლობლად, რომელშიც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა. ახალგაზრდების თქმით, ეს პოლიციის თანამშრომელი იყო, რომელიც დაინტერესდა, ვის აძლევდნენ ისინი ხმას. ვითარება თანდათან დაიძაბა. შემთხვევის ადგილზე ოცამდე ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა მოიყარა თავი, რომლებმაც ჩხუბი წამოიწყეს. აყალმაყალში უფროსკლასელებიც მოჰყვნენ. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ქვები წამოკრიფეს და „სტუმრებს“ შეუტიეს, რომელთაგან ერთ–ერთს ტელეკამერამ პისტოლეტი „აღმოუჩინა“. ინციდენტში პოლიციაც ჩაერთო. საბოლოოდ  ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ჩხუბის ადგილზე ენმ–ის წარმომადგენლები მივიდნენ. შეხლა–შემოხლის კადრები ეთერში ადგილობრივმა ტელეარხებმა გადასცეს. 

საქართველოს მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ჯამარაულს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
 

პოლიცია პირობას დებს, რომ ინციდენტის ყველა დეტალს შეისწავლის. მანამდე კი მოწინააღმდეგე პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებში. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე მიულოცა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ და იქვე პასუხისმგებლობა და წესრიგის დაცვის აუცილებლობაც შეახსენა. კვირიკაშვილმა აღიარა, რომ „საარჩევნო უბნებს გარეთ გარკვეული დაძაბულობა იყო“ და ყველა მხარეს, მათ შორის, მმართველი კოალიციის მხარდამჭერებსაც, „ტემპერატურის მაქსიმალურად დაწევისკენ“ მოუწოდა. მთავრობის მეთაურმა ყველას შეახსენა, რომ საქართველოს ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება და ამიტომ ყველამ უნდა დაამტკიცოს, რომ საქართველო „ნამდვილად ევროპული, მაღალი კულტურის ქვეყანაა“. 


ყველა ახალი ამბავი
0