თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ ჯამარაულს გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ჯამარაულმა ხმათა 70,15% მოაგროვა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა — 29,85%,— განაცხადეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ, რაც ხმები ყველა, 64–ვე უბანზე დაითვალა.
„მინდა ყველა დამკვირვებელს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვუთხრა მადლობა. მინდა გამარჯვებულს მივულოცო“, —ციტირებს პრემიერს მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის არჩევნებში ამომრჩეველთა 33,13%-მა, ანუ 71 ათას 847 კაციდან 23 ათას 805–მა მიიღო მონაწილეობა.