თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გარდაბანში 28 იანვარს გამართულ ადგილობრივი მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელის რიგგარეშე არჩევნებში მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა.
28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე, გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატი იყო წარდგენილი: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ — ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ — გოჩა ჯამარაული.
„წინასწარი მონაცემებით, 37 უბნის მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბესიკ კახაბრიშვილმა მიიღო 32, 51% (3,743 ამომრჩეველი) და გოჩა ჯამარაულმა — 67,49% (7,771 ამომრჩეველი)“, — იტყობინება ცსკ უწყების ოფიციალურ გვერდზე.
ცსკ-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარმა მაჩვენებელმა საღამოს 8 საათისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,748) 33 % შეადგინა.
"კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირება. რაც შეეხება საჩივრებს და ხარვეზებს კენჭისყრის მიმდინარეობისას, ძირითადად დაფიქსირდა პროცედურული სახის ხარვეზები და საჩივრების უმეტესობაც, სწორედ ამ ტიპის საკითხებს შეეხებოდა", — თქვა ცსკ-ს ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.
გარდაბნის რაიონში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზით 2014 წელს არჩეული რაიონის მუნიცეპალიტეტის ხელმძღვანელი გარსევან ნიორაძე გარდაცვალება გახდა.