არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველო კვლავ რჩება ელიტარული კორუფციის რისკის ქვეშ

© photo: Sputnikვახტანგ გორგასალის ძეგლი თბილისში
ვახტანგ გორგასალის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Transparency International-ის წარმომადგენელი თვლის, რომ ელიტარულ კორუფციასთან საბრძოლველად ანტიკორუფციული სამსახური უნდა შეიქმნას, რომელიც საქართველოს პარლამენტს დაემორჩილება.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო დონეზე კორუფცია არ არის, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ელიტარული კორუფცია, თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური. 

საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-მა შეადგინა,  2015 წელს ისეთივე აღმოჩნდა, როგორც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე. ქვეყანამ 52 ქულა მიიღო, მაგრამ მაშინ ის 51-ე ადგილზე იყო. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა

„დაბალ დონეზე კორუფცია აღმოფხვრილია, მაგრამ ქვეყანაში კვლავ რჩება ელიტარული კორუფციის რისკები. იმისათვის რომ ეს რისკები არ იყოს, მნიშვნელოვანია ქმედითი მექანიზმების შექმნა ელიტარულ კორუფციასთან საბრძლოველად. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმი — დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნაა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას კი არ დაემორჩილება, არამედ პარლამენტს“, —უთხრა გიგაურმა ჟურნალისტებს Transparency International-ის მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ. 

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
დეპუტატმა, რომელიც ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს, დაცვაზე უარი განაცხადა

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ძირითადი მიზანი ელიტარულ კორუფციასთან ბრძოლა უნდა იყოს, კორუფციის იმ ფაქტების გამოვლენა და გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია მინისტრებთან, მერებთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, აღნიშნა მან. 

„ვფიქრობთ, რომ დღეს  ასეთი ეფექტური მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პარლამენტს წინადადებით, რომ შეიქმნას ასეთი სამსახური. შევიმუშავეთ შესაბამისი კანონპროექტი და ველოდებით მის განხილვას უახლოეს მომავალში“, — აღნიშნა გიგაურმა. 

Doing Business 2016 - Sputnik საქართველო
საქართველომ Doing Business 2016–ის რეიტინგში 24–ე ადგილი დაიკავა

საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.  ამასთან საქართველომ გაასწრო ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც, კერძოდ უნგრეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიასა და რუმინეთს. 

კორუფციის აღქმის ინდექსში ლიდერები გახდნენ დანია (91 წულა), ფინეთი (90 ქულა) და შვედეთი (89 ქულა). ყველაზე უარესი შედეგები აქვთ — ავღანეთს (11 ქულა), ჩრდილოეთ კორეასა და სომალის (8 ქულა). 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთს, მათ 29 ქულა ააგროვეს, სომხეთმა — 35 ქულა, ხოლო თურქეთმა — 42 ქულა. 

ინდექსის ლიდერთა მახასიათებელია მედიის თავისუფლების მაღალი ხარისხი, თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერება და საბიუჯეტო სახსრებზე საზოგადოების წვდომა. 

ქვეყნებს, რომელთაც ნაკლები ქულები აიღეს, ახასიათებთ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობის დაბალი დონე. 

კვლევები დაფუძნებულია Bertelsmann Foundation Transformation Index (2016), Freedom House Nations in Transit (2015,) Global Insight Country Risk Ratings (2014), World Economic Forum Executive Opinion Survey (2015), ასევე World Justice Project Rule of Law Index (2015) ორგანიზაციების მონაცემებზე. 

Transparency International-ის ინდექსი დგება ექსპერტებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენელთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით.  მსოფლიოს ქვეყნები 0-100 ქულამდე სისტემით ფასდებიან. 0 ნიშნავს კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალ დონეს, 100 კი ყველაზე დაბალს. 


ყველა ახალი ამბავი
0