საქართველომ Doing Business 2016–ის რეიტინგში 24–ე ადგილი დაიკავა

© http://www.doingbusiness.org/Doing Business 2016
Doing Business 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ გასულ წელს ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა — კონტრაქტების შესრულების გაუმჯობესებისა და მშნებლობაზე ნებართვების გაცემის გამარტივების კუთხით.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით 24–ე ადგილი დაიკავა. ასეთი მონაცემებია მოყვანილი Doing Business 2016–ის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოაქვეყნეს. 

კვლევის ორგანიზატორებმა მიმდინარე წელს რეიტინგის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალეს. ახალი მეთოდოლოგიით გამოთვლილი რეიტინგით, საქართველო წელსაც და შარშანაც 24–ე ადგილს იკავებდა. 

ღარიბაშვილი და კერალი - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალი ”ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვა

საქართველომ Doing Business 2016–ის ანგარიშს სხვადასხვა კატეგორიებში შემდეგი ადგილები დაიკავა: 

• ბიზნესის დაწყება — მე–6 ადგილი (2013 წელს — მე–4 ადგილი);

• მშენებლობის ნებართვის მიღება — მე–11 ადგილი (მე–11 ადგილი);

• საკუთრების რეგისტრაცია — მე–3 ადგილი (მე–3 ადგილი);

• კრედიტების მიღება — მე–7 ადგილი (მე–6 ადგილი);

• ინვესტორების დაცვა — მე–20 ადგილი (მე–20 ადგილი);

• გადასახადების გადახდა — მე–40 ადგილი (მე–40 ადგილი);

• საგარეო ვაჭრობა — 78–ე ადგილი (78–ე ადგილი);

• კონტრაქტების შესრულება — მე–13 ადგილი (მე–18 ადგილი);

• ბიზნესის დახურვა —  101–ე ადგილი (105–ე ადგილი); 

• ელექტროენერგიაზე წვდომა — 62–ე ადგილი (70–ე ადგილი).

Doing Business 2016–ის ანგარიშში საქართველო შეფასებულია როგორც ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის მე–4 საუკეთესო ქვეყანა. 

„გლობალურად, გასული 12 წლის განმავლობაში საქართველომ ყველაზე მეტ გაუმჯობესებას მიაღწია  ბიზნესის გაუმჯობესების კუთხით. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 66%–ით გაიზარდა და ბიზნესმაც სამჯერ იმატა.  ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბიზნესის წარმოების პირობების გაუმჯობესება, შესაძლოა, იყო კიდეც ერთ–ერთი მათგანი“, — ნათქვამია ანგარიშში. 

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსთვის დაფინანსებას გაზრდიან - მთავრობა

საქართველომ გასულ წელს ორი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა — კონტრაქტების შესრულების გაუმჯობესებისა და მშნებლობაზე ნებართვების გაცემის გამარტივების კუთხით, — თქვა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ივან ო' ჰალორანმა. 

„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე შეფასებისთვის ახალი მიდგომა და მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საქრთველოს 24–ე ადგილი მიენიჭა. შარშანაც რომ ეს ახალი, გაფართოებული მეთოდოლოგია ყოფილიყო გამოყენებული, საქრათველოს პოზიცია უცვლელი დარჩებოდა“, — განაცხადა ივან ო'ჰალორანმა. 

Doing Business 2016–ის ანგარიშში 189 ქვეყნის საერთო რეიტინგია წარმოდგენილი. ლიდერთა ათეულში შევიდნენ: სინგაპური, ახალი ზელანდია, დანია, კორეა, ჰონკონგი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი. 

რეიტინგში აზერბაიჯანმა 63–ე ადგილი დაიკავა (სარეიტინგო პოზიცია არ შეცვლილა), სომხეთმა — 35–ე, (+3 პოზიცია), თურქეთმა — 55–ე ადგილი (-4 პოზიცია) უკრაინა — 83–ე ადგილი (+4 პოზიცია), რუსეთი — 51–ე ადგილი (+3 პოზიცია).

 


ყველა ახალი ამბავი
0