ირაკლი ღარიბაშვილმა ჰენრი კერალი ”ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვა

© facebook.com/GaribashviliOfficialღარიბაშვილი და კერალი
ღარიბაშვილი და კერალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კერალისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ვადა ამოეწურა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი ჰენრი კერალი (Henry Kerali) ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ”ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვა.

მთავრობის მეთაურმა ჰენრი კერალისთან, რომელსაც საქართველოში საქმიანობის მისია ამოეწურა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა,  იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

”შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰენრი კერალის უშუალო ჩართულობით, მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დღემდე ახორციელებს”, — აღნიშნულია განცხადებაში.

მათ შორის არის – საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტები. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვეყნის ერთ-ერთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის — აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომლის ძირითადი მიზანია დააკავშიროს ქვეყნის დედაქალაქი და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები დასავლეთ საქართველოში მდებარე საპორტო, რეკრეაციულ და ტურისტულ ცენტრებს. 

საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუერთდა. ამ დროის მანძილზე განხორციელდა 62 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 2,27 მლრდ აშშ დოლარია.


ყველა ახალი ამბავი
0