ჩინური კომპანია საქართველოში რამდენიმე ფაბრიკის აშენებას გეგმავს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინური კომპანია Silk Road Investment-მა საპარტნიორო ფონდთან ჩაის გადამამუშავებელი, ტანსაცმლისა და კერამიკული ფილების დამამზადებელი ფაბრიკების მშენებლობის საკითხზე იმსჯელა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ჩინური კომპანია Silk Road Investment Co. LTD საქართველოში რამდენიმე საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაშიც მას „საპარტნიორო ფონდი“ გაუწევს დახმარებას, — იუწყება ფონდი.
ჩაის გადამამუშავებელი, ტანსაცმლისა და კერამიკული ფილების დამამზადებელი ფაბრიკების მშენებლობის საკითხი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯი მინლიუმ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩერქეზიშვილთან განიხილა.

ძველი თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და Silk Road Investment Co. LTD-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა. ხელშეკრულება საქართველოში ტექსტილის სფეროში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ასევე გაფორმდა საქართველოს სხვა სამრეწველო სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე მზადყოფნის თაობაზეც.
მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში კონკრეტულ ბიზნეს-წინადადებებზე იმსჯელეს, მათ შორის, ტანსაცმლისა და კერამიკული ფილების წარმოების, ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის, ალუმინის სამშენებლო მასალების წარმოების თაობაზე.

მონასტერი - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი ტურიზმის ხელშეწყობისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქალაქ ნანჩანში ქართული კულტურის სახლის გახსნის ინიციატივა წამოაყენა, სადაც ქართული პროდუქციისა და კულტურის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

საქართველო და ჩინეთი ყოველმხრივ და აქტიურად აფართოებენ ურთიერთობას. ჩინური კომპანიები მონაწილეობენ საინვესტიციო პროექტებში, რომლებიც საქრათველოს სხვადასხვა სფეროებში ხორციელდება.

პეკინი - Sputnik საქართველო
ჩინეთი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას მიესალმება

„საქსტატის“ მონაცემებით, ჩინური ინვესტიციების ხელშესახები ზრდა 2013 წელს დაიწყო,  როდესაც მათმა რაოდენობამ 89.9 მლნ დოლარი შეადგინა (ინვესტიციათა მთლიანი მოცულობის 9.5%).

2014 წელს ინვესტიციებმა 218 მლნ დოლარს მიაღწია (წელიწადში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 12,4%), ხოლო 2015 წლის პირველ სამ კვარტალში ინვესტიციათა რაოდენობამ დაახლოებით  48 მლნ დოლარი შეადგინა (2015 წლის სამ კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 5%).

ყველა ახალი ამბავი
0