საქართველო და ჩინეთი ტურიზმის ხელშეწყობისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

© IDEA FOUNDATIONმონასტერი
მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2025“-ის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik.  საქართველო ჩინეთთან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელსაც დაევალება გამოავლინოს ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც არსებობს საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით. ამ მიზნით ქართულ-ჩინური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ძინ ტაომ პეკინში გამართული შეხვედრის დროს. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

დროს. სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო ინფორმაცია „საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025“ და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ. 

მცხეთა - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან ვიზიტორთა რაოდენობა ევროპიდან 7%–ით გაიზარდა

კერძოდ, „საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2025“-ის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.  

2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ჩინეთიდან 8 ათას 997 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 10%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი.


ყველა ახალი ამბავი
0