თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. 2015 წლის იანვარ–ოქტომბრის პერიოდში საქართველოს ევროპიდან დაახლოებით 4 მლნ 844,5 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%–ით მეტია, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ამერიკიდან საქართველოს 34 ათას 351 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 11%–ით მეტია.
2015 წლის დასაწყისიდან საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,8%–ით გაიზარდა და 4 მილიონ 995,5 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზე სომხეთია – 1 მლნ 197 ათას 966 ადამიანი (2014 წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით 13%–ით მეტი).
მეორე ადგილზეა თურქეთი – 1 მლნ 186 ათას 580 ვიზიტორი (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%–ით ნაკლები). მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანი – 1 მლნ 162 ათას 572 ვიზიტორი (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეფარებით 8%–ით მეტი).
საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი 15%–ით გაიზარდა და 811 ათას 728 ადამიანი შეადგინა; უკრაინელ ვიზიტორთა რაოდენობამ 123 ათას 117 ადამიანი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2%–ით ნაკლებია.
2015 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში პოლონელი ვიზიტორების რაოდენობა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%–ით შემცირდა და 39 ათას 718 ადამიანი შეადგინა.
პირველ ათეულში შევიდნენ შემდეგი ქვეყნები: ისრაელი –53 360 ადამიანი (34%–ით მეტი), ყაზახეთი – 32 838 ადამიანი (31%–ით მეტი), გერმანია – 33 873 ადამიანი (11%–ით მეტი), აშშ –27 678 ვიზიტორი (10%–ით მეტი).
2014 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, 2013 წელთან შედარებით, 2%–ით გაიზარდა და 5 მლნ 515 ათას 559 ადამიანი შეადგინა.