მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ღარიბაშვილი: საქართველოში რეგულაციის ახალი გამოწვევები ტურიზმზე აისახება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, 94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ერთი წლის მანძილზე დარჩენის უფლება ეძლევათ. კერძოდ, „დეტალური ანალიზის საფუძველზე“ გაუქმდა 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ლიმიტი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი სავიზო რეგულაციების გამარტივება პოზიტიური ნაბიჯია და ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს–სამსახური ხუთშაბათს, 11 ივნისს. 

მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, 94 ქვეყნის მოქალქეებს უფლება ეძლევათ  უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოში და ქვეყანაში ერთი წლის მანძილზე დარჩნენ. კერძოდ, „დეტალური ანალიზის საფუძველზე“ გაუქმდა 180 დღის განმავლობაში 90 დღიანი ლიმიტი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 

გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო დადგენილება, დამტკიცდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით. 

„ამ ჩამონათვალში შედიან ქვეყნები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მიგრაციის პოლიტიკის მაღალი დონითა და უსაფრთხოებით. კერძოდ, ესენია ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია,  ისრაელი, კანადა და სამხრეთ კორეა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0