თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ტურისტების რიცხვი, ვინც აჭარას 2015 წლის მაისში სტუმრობდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,34%-ით გაიზარდა. რეგიონში ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რომელიც რეგიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებს ეყრდნობა.
აჭარაში ტურისტების განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-მაისში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,92 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 2015 წლის მაისის პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ვიზიტორების რიცხვი 14,7%-ით გაიზარდა და 454 ათას 545 ადამიანი შეადგინა. 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდან შედარებით, 2%-ით შემცირდა და 1 მლნ 835 ათას 545 ადამიანი შეადგინა.