ჩინური კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

© photo: Sputnikძველი თბილისის ხედი
ძველი თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩინურმა ინვესტიციებმა 2014 წელს თითქმის 218 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ინვესტიციათა საერთო მოცულობის 12,4%-ია.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჩინური კომპანია HQC საქართველოში ქიმიური, ნავთობგადამუშავებითი, სასუქების წარმოებისა და  ასევე მომიჯნავე დარგებში ინვესტირებით არის დაინტერესებული, — განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ. 

„HQC საპარტნიორო ფონდთან კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს და ფონდის მხარდაჭერის იმედი აქვს“, — აღნიშნა თურნავამ. 

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

HQC მსოფლიოს 20 ქვეყანაში საქმიანობს. მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ჩინურ კომპანიები საქართველოში სხვადასხვა სფეროებში დებენ ინვესტიციებს. „საქსტატის“ მონაცემებით, ჩინური ინვესტიციების ხელშესახები ზრდა 2013 წელს დაიწყო, როდესაც მათმა რაოდენობამ 89,9 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი ინვესტიციათა საერთო მოცულობის 9,5% იყო. 

2014 წელს ინვესტიციათა რაოდენობამ 218 მლნ დოლარს მიაღწია, რაც ინვესტიციათა საერთო მოცულობის 12,4 % იყო, ხოლო 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინურმა ინვესტიციებმა დაახლოებით 48 მლნ დოლარი, ანუ საერთო მოცულობის 5%  შეადგინა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0