თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობას მიესალმება, ამის შესახებ განცხადება პეკინში გამართულ საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე გაკეთდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხუთშაბათს, 10 დეკემბერს.
კომისიის მუშაობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო, რომელიც ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
კომისიის სხდომაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის — ჩინეთში ექსპორტის გაზრდა და ქართული ღვინის რეალიზაციის საკითხები იქნა განხილული.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ანაკლიის პორტი ასევე იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდში შეხვედრისას, რაზეც, ფონდის ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმაც გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანაკლიის პორტის გარდა, არის სხვა პროექტებიც, რომელსაც ფონდი დღეს საქართველოს დაფინანსების მიმართულებით სწავლობს.
აბრეშუმის გზის ფონდში გამართულ შეხვედრაზე „ჰუალინგ ჯგუფმა“ რიგი პროექტები, მათ შორის ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა, წარადგინა.
ანაკლიის მულტიფუნქციური პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
სამთავრობო კომისიამ 2015 წლის ივნისში კონკურსში მონაწილე 12 მსხვილი კონსორციუმიდან ორი კომპანია შეარჩია — JSC Anaklia Development Consortium (Georgia) და Anaklia Port And Industrial Eco Park и POWERCHINA. კონკურსის შედეგები სექტემბრის ბოლოს უნდა ყოფილიყო ცნობილი, მაგრამ გამარჯვებულის გამოვლენა ჯერ ოქტომბრის, შემდეგ კი — წლის ბოლომდე გადაიდო.
კონკურსში გამარჯვებული კომპანიების მხრიდან საბოლოო წინადადებების მიღების შემდეგ გამოვლინდება, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება.