ანაკლიის პორტის მშენებლობის პრეტენდენტი ორი კონსორციუმია

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტვირთბრუნვამ წელიწადში 100 მლნ ტონამდე უნდა შეადგინოს. მშენებლობა, პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების შესაბამისად, რამდენიმე ფაზად განხორციელდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითა და მისი ოპერირებით დაინტერესებული თორმეტი მსხვილი კონსორციუმიდან ორი კომპანია შეირჩა. მათ შორის გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება.

სამთავრობო კომისიამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, კვალიფიციურად ცნო JSC Anaklia Development Consortium–ისა და  Anaklia Port and Industrial Eco Park и Power China–ს განაცხადები, — განმარტავენ საქართველოს  პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახურში

მომდევნო ეტაპი შერჩეულ კანდიდატებთან მოლაპარაკებას ითვალისწინებს. გამარჯვებული საბოლოო წინადადებების წარმოდგენის შემდეგ დასახელდება და სწორედ მასთან გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და მისი ოპერირების თაობაზე. 

პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება. პორტის განვითარების პირველ ეტაპზე გამტარიანობის გაორმაგებაა დაგეგმილი, ხოლო სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ გათვალისწინებულია 20 მლნ ტონა ტვირთის გამტარიანობა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტვირთბრუნვამ წელიწადში 100 მლნ ტონამდე უნდა შეადგინოს. მშენებლობა, პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების შესაბამისად, რამდენიმე ფაზად განხორციელდება. 

„როდესაც პორტის ტვირთბრუნვა გამტარიანობის 90%–ს მიაღწევს, კომპანია ვალდებული იქნება პორტის მშენებლობის მომდევნო ეტაპზე გადავიდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტორისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის აღმოჩენის მიზნით, მშენებლობის კონკრეტული  ვადები განსაზღვრული არ არის“, — განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტროს შუამავლობით, 2014 წლის აგვისტოში ანაკლიის ახალი, მულტიფუნქციონური პორტის ასაშენებლად გამოცხადებულ კონკურსზე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მოიწვია. 


ყველა ახალი ამბავი
0