ირანის დაბრუნება: ფასები ნავთობზე და უთიერთობები მოსკოვთან

© photo: Sputnik / Виктор Филатовნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის ფაქტორი, ექსპერტების აზით, არაფრით არ ახდენს გავლენას ნავთობის ფასებზე. მაგრამ ამავდროულად, სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანი კარგ იმპულსს იღებს შიდაგანვითარების თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც ირანს საერთაშორისო სანქციები მოუხსნეს და ის ნავთობის ბაზარზე დაბრუნდა, ექსპერტებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს: ირანული ნავთობის ექსპორტი ცეცხლზე ნავთს დაასხამს და კიდევ უფრო ჩამოშლის ფასებს „შავ ოქროზე“. ორშაბათს, ბაზარზე შემოთავაზებათა სიჭარბის საფრთხის ფონზე, ვაჭრობის დაწყებისას „ბრენტის“ მარკის ნავთობი, 2003 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაეცა უდაბლეს ნიშნულზე — 28 აშშ დოლარზე ნაკლები ერთ ბარელზე. ვის აძლევს ხელს ირანისთვის სანქციების მოხსნა, როგორი იქნება ფასები ნავთობზე და რა გავლენას მოახდენს ვალუტის კურსებზე — ამ ყველაფრის თაობაზე Sputnik–ს ექსპერტები ესაუბრნენ. 

„შავი ოქრო“ ირანის მიზეზით იაფდება

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის პრეზიდენტი დმიტრი აბზალოვი აცხადებს, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა ირანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ამიტომ იმის თქმა, რომ ამაში ირანია დამნაშავე, არცთუ მართებულია. 

ექსპერტის თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს, როგორც საუდის არაბეთსა და რუსეთსაც კი, საკმაოდ იაფი ნავთობი აქვს და პრობლემა უფრო იმაშია, რომ ძვირი ნავთობი თანდათან განიდევნება ბაზრიდან.   

„ასე მაგალითად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზრის თვალსაზრისით, რუსეთის კომპანიები უფრო მოგებაში აღმოჩნდებიან, ვიდრე წაგებაში, ვინაიდან მოპოვებათა თვითღირებულებით ისინი ინარჩუნებენ ბაზარს. კონკურენცია კი იმდენად საუდის არაბეთს, რუსეთსა და ირანს შორის კი არ იქნება, არამედ უფრო სხვა მწარმოებლებს შორის, რომელთა მოპოვების თვითღირებულებაც უფრო მაღალია. მაგალითად, ასეთები არიან: ნორვეგია — რომელიც, ფაქტობრივად, უკვე გავიდა ბაზრიდან, აზერბაიჯანი, რაღაც დონეზე ყაზახეთი, ნიგერია და ვენესუელა.იგივე ეხება ბრაზილიასაც — ნაწილობრივ“, — განმარტავს აბზალოვი. 

პლუს ამას, ექსპერტის აზრით, უნდა გვესმოდეს, რომ ნავთობი — ეს არააღდგენადი რესურსია, და მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ბაზარზე არა შემოთავაზებების არსებობა, არამედ რეალური მოთხოვნებისა. აქ კი საკვანძო ფაქტორი, აბზალოვის აზრით — ეს ჩინეთში შექმნილი ვითარებაა.  

ექსპერტის აზრით, 2008 წლის შემდეგ ძირითადი დრაივერი — როგორც ენერგომატარებლებზე ფასების დადგენაში, ისე მსოფლიო ეკონომიკაში მთლიანად — ჩინეთი იყო და ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, რას იზამს პეკინი მომავალში.

ამას გარდა, ენერგომატარებლებზე ფასის საკითხში ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, მოთხოვნების პარალელურად, მარტში ოპეკის ექსპერტების სხდომა და იქ მიღებული გადაწყვეტილება იქნება.

ექსპერტის ინფორმაციით, ოპეკის სხდომაზე შესაძლოა ნავთობის მოპოვებაზე კვოტირების გამკაცრება გადაწყდეს, რაც პრაქტიკაში წარმოების შემცირებამდე და შესაბამისად, ნაბთობზე მსოფლიო ფასების შენარჩუნებამდე მიგვიყვანს. 

ნავთობსაქაჩი კოშკურა - Sputnik საქართველო
ირანისათვის სანქციების მოხსნის შემდეგ, ნავთობზე ფასი ეცემა

„სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პროცესში ირანმაც მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან ქვეყანას, მიუხედავად მოცულობების გაზრდისა, მაინც აუცილებლად ესაჭიროება ენერგომატარებლებზე მაღალი ფასი“, — თქვა აბზალოვმა. 

ირანის გაძლიერება მოსკოვს ხელს აძლევს

მას შემდეგ, რაც ირანს სანქციების დიდი ნაწილი მოუხსნეს, რეგიონში ქვეყნის პოზიციები შესაძლოა მოძლიერდეს და მათთან ერთად მოძლიერდეს მოსკოვის პოზიციებიც, — დარწმუნებულია აბზალოვი. 

ექსპერტის აზრით, აშშ–ის მხრიდან ახლო აღმოსავლეთში ძალთა ორი ცენტრის შექმნის სტრატეგია მოჩანს.

„მუსლიმი ძმების“ ბოლო ნაბიჯები — რომელთაც, ფაქტობრივად, ყატარი აფინანსებდა, და ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებები — რომელიც იემენიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და საუდის არაბეთიდან ფინანსდებოდა, იმაზე მეტყველებს, რომ ძალთა ის ცენტრი, რომელშიც საუდის არაბეთი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი შედიან, ვაშინგტონისთვის ზედმეტად ძიერი აღმოჩნდა“, — მიაჩნია აბზალოვს. და ახლა ბალანსის სახით სწორედ ძალის შიიტური ცენტრი იქმნება, რომელშიც შევლენ ირანი, სირია, ლიბანი, იემენის, ბაჰრეინისა და ერაყის ნაწილები. 

საწვავი, ბენზინი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
აფბა:„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ლარზე ნეგატიურად აისახება“

პრინციპში, რუსეთს სისტემის ბალანსირების ამგვარი მცდელობა, ხელს აძლევს, ვინაიდან ირანის მოძიერება ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციებსაც მოაძლიერებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოსკოვს, საუდის არაბეთთან და ირანთან ურთიერთობის შენარჩუნების გზით, შეუძლია არბიტრის  როლიც მოირგოს. მით უმეტეს, რომ სწორედ რუსეთი გახლდათ ირანისთვის სანქციების მოხსნნის მთავარი ინიციატორი. 

როგორც აბზალოვი ამბობს, ამას გარდა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი არაშორსმჭვრეტელური განცხადებებისა იმის შესახებ, თითქოს ირანი ახლა მთლიანად ვაშინგტონის მხარეს გადაიხრება, მოსალოდნელია, რომ ირანი კიდევ დიდხანს იყოს აშშ–სთან დაპირისპირებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ბოლოდროინდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქვეყანას არ ჰქონია და არც ექნება არანაირი ეკონომიკური ურთიერთობები აშშ-თან. 

რუსეთის ფედერაციას აწდყობს ძალთა ასეთი გადანაწილება, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში მძლავრ საყრდენს ქმნის. ამას გარდა, იქმნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მანევრირებისა და მოლაპარაკებების სივრცე, რაც უკვე აისახება კიდეც მოსკოვის საგარეო პოლიტიკაზე. ამის ნათელი მაგალითია რუსეთშიყატარის ამირას სტუმრობა, — მიაჩნია აბზალოვს. 

„რუსეთისა და ირანისთვის აუცილებელია ეკონომიკურ სფეროში საკუთარი ქმედებების სინქრონიზაცია — სახელდობრ, ენერგეტიკის სფეროში, ვინაიდან დაბალი და ზედაბალი ფასები არავის აწყობს“, — ასკვნის ექსპერტი. 

მოსკოვისა და თეირანისთვის ერთიანობა მნიშვნელოვანია  

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის პროფესორი, ირანისტი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი სერგეი დრუჟილოვსკი დარწმუნებულია, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა რეგიონში ძალთა განლაგებაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. 

„ირანი მხარს დაუჭერს შიიტებს, მხარს დაუჭერს ბაშარ ასადის რეჟიმს, ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანში შიიტური ფაქტორი მომძლავრდეს, ასევე ყველაფერს გააკეთებს „ჰამასის“ გასაძლიერებლად — ეს მათი პოლიტიკაა  და ის უცვლელია. არავითარი განსაკუთრებულიდა ახალი რესურსები რეგიონში ირანის პოტენციალის გასაძლიერებლად, ჯერ არ არსებობს. ქვეყანა ფეხზე ადგომას იწყებს, რასაც დიდი ხანი დასჭირდება. შეიძლება წლები გავიდეს ამასობაში“, — მიაჩნია დრუჟილოვსკის. 

მისი თქმით, ირანისთვის სანქციების მოხსნა — უპირველესად, შიდასაკითხია. ქვეყანა 2010 წლიდან იყო შეზღუდული, თანაც ძალიან მკაცრად. „ირანმა გაუზლო ამ ხუთ წელს, მაგრამ ეკონომიკა სერიოზულად დაეცა და ამიტომ მოსახლეობის განწყობაც მკვეტღად იცვლებოდა. ამიტომაც დაუჭირა მხარი ქვეყნის ლიდერმა ურანის გამდიდრებაზე მუშაობის შეწყვეტის იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის ეს იდეაფიქსი, ეროვნული ისეა იყო“, — განმარტავს პოლიტოლოგი. 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ნავთობის ფასზე ირანის ფაქტორი არავიტარ გავლენას არ ახდენს: „ხომ ხედავთ, რომ ნავთობზე ფასები უკვე რამდენიმე წელია, ეცემა. ირანი კი ამ პროცესში არანაირად არ მონაწილეობდა. იმით, რომ ირანი მილიონ ბარელს დაამატებს, არაფერი შეიცვლება“. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
საქართველო ირანიდან გაზის დიდ მოცულობას ვერ მიიღებს

ირანისთვის სანქციების მოხსნის ფონზე ექსპერტი დიდ მნიშვნელობას თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობებს ანიჭებს. 

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ირანი, შიდა განვითარების თვალსაზრისით, კარგ იმპულსს იღებს. და სწორედ აქ არ უნდა დაიბნეს რუსეთი. ახლა ირანი კარგადაა განწყობილი რუსეთისადმი: „არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ფატორი, რომელიც რაღაც დოის განმავლობაში კიდევ იმუშავებს. თავის დროზე ირანული რევოლუციის ლიდერმა რუჰოლა ჰომეინიმ გორბაჩოვს ექსკლუზიური მიმართვა გაუგზავნა — არც მანამდე და არც მას შემდეგ ამგვარი რამ მას არ გაუკეთებია. წერილში ჰომეინი თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა და ხაზი ჰქონდა გასმული, რომირანი მზად იყო რუსეთთან თანამშრომლობისთვის“, — გაიხსენა ექსპერტმა. 

დრუჟილოვსკის აზრით, სწორედ ეს უდევს საფუძვლად ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რომელშიც ჰომეინის მოსწავლეები და მომხრეები შედიან. და სანამ ის ადამიანები, ვინც ჰომეინისთან ხელიხელჩაკიდებულები ახდენდნენ რევოლუციას, ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობებზე რჩებიან, რაღა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ რუსეთის ფაქტორი ირანთან დამოკიდებულებაში საკადრისად გამოიყურებოდეს. და მნიშვნელოვანია რუსეთს ესმოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს მას ახლო აღმოსავლეთში. 


ყველა ახალი ამბავი
0