თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორშაბათის ვაჭრობაზე მსოფლიო ფასები ნავთობზე მცირდება. ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანავთობო ბაზარზე ირანის დაბრუნების გამო, ინვესტორები ფრთხილობენ, რომ მიწოდება მოთხოვნაზე მეტი იქნება და Brent-ის მარკის ნავთობის სავაჭრეო ფასი ბარელზე 28 დოლარიანი ნიშნულის მახლობლად ფიქსირდება.
მოსკოვის დროით 08:25 მდგომარეობით, Brent-ის მარკის ბარელ ნავთობზე მარტის ფიუჩერსების ღირებულება 2,27%-ით შემცირდა — 28, 57 დოლარამდე ბარელზე. ამასთან, ორსაბათის ვაჭრობის მსვლელობისას, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება 2003 წლის იანვრის შემდეგ პირველად 28 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა — ბარელზე 27,71 დოლარამდე. WTI მარკის ნავთობზე მარტის ფიუჩერსების ფასი 0,97%-ით დაეცა — 30,09 დოლარამდე ბარელზე.
შაბათს, 16 იანვარს, ირანმა თავი დააღწია დაკისრებული სანქციების უმრავლესობას. ამ დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) წარმოადგინა მოხსენება, რომლითაც დაადასტურა ქვეყნის ხელისუფლების მზადყოფნა, რეალიზება გაულეთოს მისთვის სექმნილ პროგრამას, მიმართულს ქვეყნის ბირთვული პოტენციალის სესრულებისაკენ. მოგვიანებით აშშ-მ და ევროკავშირმა დაადასტურეს ირანისათვის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სანქციების მოხსნის საკითხი. ეხლა ბაზრის მოთამაშეები შიშობენ, რომ ირანული მხარე შეძლებს რამდენიმე კვირაში ნავთობის მოწოდების გაზრდას 500 ათას ბარელამდე დღეში, რაც ბაზრის გაჯერებას გამოიწვევს.
2014 წლის ზაფხულიდან გასული წლის ბოლომდე ნავთობზე ფასი სამჯერ შემცირდა — 115 დან 36 დოლარამდე ბარელ Brent-ის მარკის ნავთობზე. ხოლო 2016 წელს უკვე 30 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ამასთან, ისეთი ფუნდამენტალური ფაქტორების გარდა, როგორიცაა მიუხედავად მოთხოვნის შემცირებისა, ნავთობის მოპოვების მაღალი ტემპი, მათ შორის ჩინეთში შექმნილი სიტუაციის გამო, ასეთ ძლიერ დაცემას ექსპერტები სულ უფრო ხშირად ფინანსურ ფაქტორებს უკავშირებენ, მათ შორის დოლარის გამყარებას. პროგნოზებში კი ისინი ერთიანი არიან — დაბალი ფასები ნავთობზე დიდ ხნით შენარჩუნდება.