ექსპერტი: „მსოფლიოში ნავთობის ფასი შესაძლოა უფრო დაეცეს“

© DSNewsბენზინის ფასი
ბენზინის ფასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანო მთვრალაშვილი თქმით, ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა, ძირითადად ჩინეთის წამყვან საფინდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნას უკავშირდება, რამაც სხვა ქვეყნების საფონდო ბირჟებზეც პანიკა გამოიწვია.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა საქართველოსთვის პოზიტიური მომენტია, განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თვამჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

„იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ნავთობისა და ნავთობროდუქტების იმპორტზე, ფასების შემცირება მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური მომენტია. რადგან ეს ქვეყანაში კიდევ უდრო შეამცირებს ფასებს საწვავზე, რაც ქვეყნიდან სავალუტო გადინების შემცირებას გამოიწვევს“-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თვამჯდომარის თქმით ნავთობის ფასებთან დაკავშირებით  მომხმარებელი ქვეყნების პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია. „როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში არის პრობლემები და ის მომდინარეობს მსოფლიოს უდიდესი  მოთამაშის ჩინეთის ეკონომიკიდან, არის იმის მოლოდინები რომ უახლოეს თვეებში ფასები დაბალ მაჩვენებელზე შენარჩუნდება და შეიძლება უფრო დაიწიოს კიდეც“- აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა. 

ნავთობი - Sputnik საქართველო
Brent–მა ნავთობის ფასი განაახლა

მისი თქმით, ბოლო დროს მსოფლიო ბაზარზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა, ძირითადად ჩინეთის წამყვან საფინდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნას უკავშირდება, რამაც სხვა ქვეყნების საფონდო ბირჟებზეც პანიკა გამოიწვია, რადგან ჩინეთი არის დღეს მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელი ქვეყანა აშშ-ს შემდეგ.

„იმ ფონზე, როდესაც ნავთობის მოწოდება მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად აჭარბებს მოთხოვნილებას. ჩინეთის მხრიდან მასზე მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობამ გავლენა ფასზე იქონია“-მიაჩნია ვანო მთვრალაშვილს.

მისი თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მსოფლიოში ნავთობზე ფასების ვარდნა განაპირობა, აშშ-ში საკმაოდ ჭარბი ნავთობის სტრატეგიული —კომერციული მარაგების არსებობაა.

„აშშ ასევე სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოათამაშეა, ის არის დომინანტი და ყველაზე დიდი მომხმარებელი და რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები ყოველთვის გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. შედეგად დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ ნავთობის ფასები 2004 წლის გაზაფხული შემდეგ დღეს ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე იმყოფება“-განაცხადა მთვრალაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით 1 ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 33$ და  მისი დაცემა 20 $-მდე  ექსპერტების ვარაუდით შესაძლებელია.

ყველა ახალი ამბავი
0