Brent–მა ნავთობის ფასი განაახლა

ნავთობი
ნავთობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამგვარი შემცირება ბაზარზე ნედლეულის სიჭარბის გამო ინვესტორების შეშფოთებამ გამოიწვია. იანვრის ფიუჩერსის ფასი WTI–ს მარკის ერთ ბარელ ნავთობზე 0,98%–ით – 35,7 აშშ დოლარამდე შემცირდა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. Brent–ის მარკის ნავთობის ღირებულება ორშაბათის ვაჭრობისას, ერთ ბარელზე 36,2 აშშ დოლარის ნიშნულის ქვევით, მინიმუმ 2004 წლის ივლისიდან პირველად განახლდა, რაც ბაზარზე ნედლეულის სიჭარბეზე ინვესტორების შეშფოთებამ გამოიწვია. ამაზე ვაჭრობის მონაცემები მეტყველებს.

მოსკოვის დროით 08.05 საათის მდგომარეობით, Brent–ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება ერთ ბარელზე 1,21%–ით – 36,21 აშშ დოლარამდე ეცემოდა, ამასთან, მანამდე ის დაეცა 36,18 აშშ დოლარის ნიშნულამდე ერთ ბარელზე, რაც 2004 წლის ივლისის მინიმუმზე – 26,2 აშშ დოლარი ბარელით ქვევითაა. იანვრის ფიუჩერსების ფასი WTI–ს მარკის ერთ ბარელ ნავთობზე 0,98%–ით – 35,7 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ნავთობის ბაზარზე ზეწოლას კვლავ OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) 4 დეკემბერის გადაწყვეტილება ახდენს. ორგანიზაციამ ნავთობის მოპოვებაზე კვოტის (დღეში 30 მლნ ბარელი) ცვლილების გადაწყვეტილება არ მიიღო და ამასთან, ფაქტობრივი მოპოვების დონის შენარჩუნება გადაწყვიტა, რაც კვოტას 1,5 მლნ ბარელით ჭარბობს. 

უარყოფით დინამიკაზე მოქმედებს IEA (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო), რომლის თნახმადაც, ბაზარზე მოთხოვნის ზრდა 2015 წელს დღე–ღამეში 1,8 მლნ ბარელ ნავთობზეა მოსალოდნელი, ხოლო 2016 წელს – 1,2 მლნ ბარელზე. თავის ანგარიშში IEA–მ ასევე აღნიშნა, რომ ნედლეულის სიჭარბე მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე 2016 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. 

გარდა ამისა, ინვესტორები აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებაზე (2006 წლიდან პირველ საბაზო განაკვეთის აწევაზე) წაგების ამოღებას კვლავ აგრძელებენ. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკული ვალუტის ზრდას უბიძგა, რაც ნედლეულის საქონლის ფასების დინამიკაზე უარყოფითად აისახა. 


ყველა ახალი ამბავი
0