თბილისში "გაზპრომის" წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართა

© photo: Sputnikმეტეხის ხიდი თბილისში
მეტეხის ხიდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველო რუსეთთან „არანაირი პარამეტრით“ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ხოლო ენერგოდამოკიდებლობა ნიშნავს რუსეთის „ზეგავლენის ქვეშ ბოლომდე მოქცევას“ .

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik.  თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია „არა გაზპრომს“ გამართეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა,  თუ ხელისუფლება „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს არ გაასაჯაროებს, პარტია საპროტესტოაქციებს მომავალშიც გამართავს. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განმარტებით კი ქართული ოპოზიცია „გაზპრომის“ თემას წინასაარჩევნოდ ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: ოპოზიცია „გაზპრომის“ თემით სპეკულირებს

აღნიშნულ აქციაში 18 არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, თუ ხელისუფლება რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს, საპროტესტო აქციები, ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ გაიმართება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო რუსეთთან არანაირი პარამეტრით არ იყოს დამოკიდებული. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნიშნავს, ბოლომდე მოექცე მისი ზეგავლენის ქვეშ. ამ კონტექსტში საქართველოს ინტერესები საერთოდ არ არის დაცული“, — განაცხადა აქციის ერთმა მონაწილემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ საზოგადოებას „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხები გაუმხილა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ წარმომადგენლების შეხვედრა ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში იმართება, თუმცა, ყოველი შეხვედრის შემდეგ, კალაძეს საზოგადოების წინაშე ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევს. ექსპერტები და ოპოზიცია მინისტრს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობით საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას დაკარგავს, თავად მინისტრი კი ამ შეხვედრებს „ტექნიკური ხასიათის შეხვედრებს“ უწოდებს. ლუქსემბურგში 8 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ განაცხადა, რომ მხარეებმა სომხეთში საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ქართული მხარე „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ახალ პირობებს განიხილავს, კერძოდ, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტისათვის ფულადი კომპენსაციის მიღების საკითხს.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
„გაზპრომი“ საქართველოს გავლით ტრანზიტზე ახალ პირობებს ითხოვს

გარდა ამისა, სექტემბერში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ კალაძემ საქართბელოში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამჟამად საქართველოში რუსული გაზის მოწოდება სომხეთში ტრანზიტის ხარჯზე ხორციელდება, რაც ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოწოდების საერთო მოცულობის 10%-ია. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოში 300 მილიონი კუბამეტრის გაზის მოწოდება განახორციელა. 2007 წლიდან  საქართველო რუსულ გაზს აღარ შეისყიდის.


ყველა ახალი ამბავი
0