რუსეთთან კონფლიქტმა უკრაინას „აბრეშუმის გზისკენ“ უბიძგა

© photo: Sputnik / Борис Манушинსაზღვაო სატვირთო პორტი. არქივის ფოტო
საზღვაო სატვირთო პორტი. არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის უკრაინული ტვირთების გადაზიდვა — ეს მისი სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალია, უკრაინისთვის კი — რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობების პირობებში გადარჩენის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. უკრაინა პირველი კონტეინერული მატარებლის გაშვებას პარასკევისთვის გეგმავს, რომელიც უკრაინულ საქონელს საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ჯერ შუა აზიაში, იქიდან კი ჩინეთში გაიტანს რუსეთის გვერდის ავლით.

საქართველოში, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და სატრანზიტო კვანძის სტატუსს ფლობს, ამ მარშრუტს მჟღერი სახელი — „ახალი აბრეშუმის გზა“ უწოდეს იმ საქარავნო გზის ანალოგიით, რომელიც შუა საუკუნეებში აკავშირებდა აღმოსავლეთ აზიასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს.

უკრაინული მხარე იუწყება, რომ საპილოტე კონტეინერული მატარებელი, მარშრუტით უკრაინა–საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–ჩინეთი 15 იანვარს დაიძვრება ილიჩოვსკიდან. მარშრუტი ასევე მოიცავს საბორნე გადასასვლელებს შავ და კასპიის ზღვებზე: ილიჩოვსკი–ბათუმი და ალიათი–აქტაუ–პორტი.

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
ბაქოში უკრაინიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ტვირთის ტრანზიტის ტარიფს განიხილავენ

საქართველოში უკრაინული მატარებელი ერთ–ორ დღეში ჩავა, როგორც ამას ქვეყნის სარკინიგზო უწყებაში ელიან.

საქართველოსთვის ეს მარშრუტი მისი სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და  ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალია, უკრაინისთვის კი — რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობების პირობებში გადარჩენის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი.

უკრაინა საკუთარი საქონლის ყაზახეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში გასატანად ალტერნატიული გზების გაჭრას რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს გამო შეუდგა, — განაცხადა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ექსპერტი:“უკრაინულმა ტვირთებმა შესაძლოა საქართველოზე გაიაროს“

„ველით, რომ მიმდინარე კვირაში პირველი ექსპერიმენტული მატარებელი გაივლის მარშრუტით უკრაინა–საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი, რომელიც ფაქტობრივად მისცემს შესაძლებლობას უკრაინულ ეკონომიკას, მოძებნოს ალტერნატიული გზები საკუთარი საქონლის იმ ბაზრებზე გასატანად, რომლებიც ყოველთვის იყო უკრაინული, მაგრამ რუსეთის მიერ დაწესებული სატრანზიტო და სავაჭრო ემბარგოების გამო, ჩვენ ახლა უკიდურესად გვიჭირს ამ საქონლის მიწოდება“, — თქვა იაცენიუკმა.

რუსეთმა 1 იანვრიდან შეუჩერა უკრაინას დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედება და საბაჟო მოსაკრებელი დააწესა ევროკავშირიდან მოწოლილი დაუბეგრავი საქონლისგან საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით. ამას გარდა, უკრაინას კვების პროდუქტებზე ემბარგოც დაუწესა, როგორც ანტირუსული სანქციებისთვის მხარდამჭერ ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, უკრაინიდან ყაზახეთში სატვირთო გადაზიდვები რუსეთის გავლით მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიიდან უნდა განხორციელდეს და თანაც მხოლოდ სანავიგაციო სისტემა „გლონასის“ მეშვეობით.

ქართველი  ეკონომისტი ლევან კალანდაძე აღნიშნავს, რომ უკრაინიდან „აბრეშუმის გზის“ გავლით ტვირთების გადატანა — ეს კიევის იძულებითი ნაბიჯია რუსეთთან გამწვავებული — პოლიტიკური თუ ეკონომიკური — ურთიერთობის გამო.

სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
პირველი ტრანზიტული ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში კვირას ჩამოვა

„აბრეშუმის გზის კონცეფციაში, ბუნებრივია, საქართველოს პარალელურად, ნავარაუდევია უკრაინული ფაქტორიც. ეს არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იქცეს ამ სატრანზიტო მაგისტრალის შემადგენელ რგოლად“, —  თქვა კალანდაძემ.

„აბრეშუმის გზა“ უკვე გამოიცადა. გასული წლის ბოლოს თბილისში პირველი სატრანზიტო შემადგენლობა ჩავიდა ჩინეთიდან.  მატარებელმა გაიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში გაემგზავრა.

„საქართველოს რკინიგზის“ სპეციალისტების ინფორმაციით, 2016 წელს ამ სატრანზიტო მარშრუტით ორივე მიმართულებით რამდენიმე ათასი კონტეინერი გადაიზიდება. სავარაუდო მოგება დაახლოებით 100–120 მლნ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0