ბაქოში უკრაინიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ტვირთის ტრანზიტის ტარიფს განიხილავენ

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokსატვირთო მატარებელი
სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ექსპერიმენტული კონტეინერული მატარებელი მარშრუტით „უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი“ 15 იანვარს ილიჩევსკიდან გამოვა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. უკრაინის, ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ხუთშაბათს ბაქოში უკრაინიდან შუა აზიაში ტვირთების გადაზიდვის ტარიფებზე იმსჯელებენ. გადაზიდვა ე. წ. აბრეშუმის გზით, რუსეთის გვერდის ავლით განხორციელდება, იუწყება „უკრზალიზნიცის“ პრესსამსახური უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი სნიტკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საკითხი ალტერნატიული გზებით გადაზიდვის ტარიფებზე საბოლოოდ ბაქოში, თათბირის დროს გადაწყდება, რომელიც უკრაინის, ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ადმინისტრაციების მონაწილეობით 14 იანვარს დაიწყება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთმა 1 იანვრიდან უკრაინისთვის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ დსთ-ის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა და თავისი ბაზრის ევროკავშირიდან მოსაკრებლის გარეშე საქონლის ნაკადისგან დასაცავად საბაჟო მოსაკრებელი დააწესა. გარდა ამისა, უკრაინასთან, როგორც ანტირუსული სანქციების მხარდამჭერ ქვეყანასთან მიმართებით, პროდუქტებზე ემბარგო დაწესდა.  რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სატვირთო გადაზიდვები უკრაინიდან ყაზახეთში რუსეთის გავლით მხოლოდ ბელორუსიის ტერიტორიიდან და გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება.

კიევი აცხადებს, რომ ტვირთის გადაზიდვა რუსეთის გავლით, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ამიტომ უკრაინა თავის ტრანზიტულ ტვირთებს რუსეთის ნაცვლად, ბელორუსიაში გადაამისამართებს. გარდა ამისა, 15 იანვრიდან ილიჩევსკის პორტიდან ოდესის ოლქში კონტეინერული მატარებლის საპილოტე რეისი გაემგზავრება მარშრუტით უკრაინა-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთი, რომელიც კასპიის და შავ ზღვებზე გადის. ეს მარშრუტი საქონლის შუა აზიაში გადაზიდვის რუსეთის გზის ალტერნატიული, ე. წ. აბრეშუმის გზა გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0