თბილისი. 13 იანვარი — Sputnik. უკრაინისთვის ტვირთების გადაზიდვა "აბრეშუმის გზის" გამოყენებით რუსეთთან გართულებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის გამო იძულებითი ნაბიჯია, — თვლის ეკონომისტი ლევან კალანდაძე.
„აბრეშუმის გზის კონცეფციაში ბუნებრივია საქართველოსთან ერთად უკრაინული ფაქტორიც მოიაზრება, ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ სატრანზიტო მაგისტრალის ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი შეიძება გახდეს, ბუნებრივია ამ მხრივ უკრაინას გარკვეული პოტენციალიც გააჩნია, მაგრამ არის კონფლიქტური რეგიონი ყირიმის სახით, რომელიც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
მისი თქმით, კონფლიქტის სრულად დარეგულირებამდე ძალიან ძნელია საუბარი უკრაინის პოტენციალის მზარდ მაჩვენებელზე, და საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება იმ ცხელ კერებზე რაც უკრაინაში არსებობს.