პირველი ტრანზიტული ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში კვირას ჩამოვა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშისატვირთო მატარებლები
სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლოს თბილისში კიდევ ერთ ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება. —

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მატარებელი, რომელმაც ტვირთი ჩინეთიდან თურქეთში უნდა ჩაიტანოს, კვირას საქართველოში შემოვა პროექტ „აბრეშუმის გზის“ ოფიციალური გახსნის ფარგლებში, — იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. 

„13 დეკემბერს თბილისში შემოვა ლიანიუნგანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი, რითაც ოფიციალურად გაიხსნება „აბრეშუმის გზა“. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაური მატარებელს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდება“, — ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების მონაცემებით, „მატარებელმა გაიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში გაემგზავრება“. 

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქოში ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრეს

„ეს პირველი ტრანზიტული ტვირთი და „აბრეშუმის გზის“ რეალურად განხორციელებული პროექტია. მომავალში ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს ვადაში დააკავშირებს აზიასა და ევროპას. ჩინეთიდან გამოსული მატარებელი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო ვარიანტია იმ პირობებში, როცა საზღვაო ხომალდს 40-45 დღე სჭირდებოდა“, — იუწყება პრესსამსახური. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „წლის ბოლოს თბილისში კიდევ ერთ ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება“. 

ნოემბერში თურქეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად კონსორციუმი დააარსეს. 


ყველა ახალი ამბავი
0