თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უნდა გამოცხადდეს და დაწვრილებით გვიამბოს რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების თაობაზე, — განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ მინისტრ კალაძეს, მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც "გაზპრომთან" დაკავშირებით მიმიდინარე მოლაპარაკებებზე არსებობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა მონაწილეობა მიიღოს ღია საკომიტეტო განხილვაში, რომელსაც დაესწრებიან როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და ყველა დაინტერესებული პირი“, — განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პრესკონფერენციაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ ამ უკეთური მცდელობების შესაჩერებლად, მათ შორის ქუჩის აქციებსაც“, — დაამატა წიკლაურმა.
კალაძისა და „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარის ალექსეი მილერის მოლაპარაკებებმა საქართველოში აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს შეხვედრები მძაფრად გააკრიტიკეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა ექსპერტმა. მათი მტკიცებით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოკიდებულს გახდის.