ექსპერტები თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე: ზარალი რუსეთისთვის მინიმალურია

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია მოსკოვში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია მოსკოვში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მსჯელობენ, რა ზეგავლენას მოახდენს რუსეთის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ ტურიზმზე, იმპორტსა და პოლიტიკურ კავშირებზე.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik.  2015 წლის ერთ-ერთი შედეგი რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სერიოზული გამწვავება გახდა, რაც თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამ განაპირობა. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ბოდიში არ მოიხადა, მოსკოვმა კი ამას სანქციებით უპასუხა, რომელთა ძირითადი ნაწილი 1 იანვარს ამოქმედდა. 

 ამგვარად, 2016 წლის 1 იანვრიდან იკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა, ჩერდება ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი, ხოლო ტუროპერატორები რუსებისთვის ასე მოთხოვნად თურქულ კურორტებზე საგზურებს უკვე აღარ ყიდიან.

 ვარაუდობენ, რომ დაწესებული სანქციები რუსულ ეკონომიკას მინიმალურად დააზარალებს.

 რა გაჩნდება რუსეთის მოქალაქეთა მაცივრებში თურქული ყურძნისა და მსხლის ნაცვლად, ვისთვისაა მომგებიანი შეზღუდვები? სად ამჯობინებენ გარუჯვას წელს რუსი ტურისტები და გახშირდება თუ არა მათი სტუმრობა მეზობელ ქვეყნებში? და რაც მთავარია, შეძლებენ თუ არა მოსკოვი და ანკარა, რომ არ დაუშვან 2016 წელს ურთიერთობების შემდგომი გამწვავება და კონფლიქტის ესკალაცია? Sputnik-ის კორესპონდენტის ამ და სხვა კითხვებს ექსპერტებმა უპასუხეს.

ხილი — ყველაფრის სათავე

 რისიც ახალ წელს არ უნდა შეგვეშინდეს, ეს დახლებზე ახალი ხილ-ბოსტნეულის არარსებობაა, დარწმუნებულია „როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური წარმომადგენელი ალექსეი ალექსეენკო. რუსეთს ბევრი სიმდიდრე აქვს! ხოლო ფასები ამ ვიტამინებით სავსე საქონელზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება შემცირდეს კიდეც, ირწმუნება ექსპერტი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
ექსპერტი: თურქეთისა და საუდის არაბეთის პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული

 „რუსულ ბაზარზე წელს პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან აქტიურად შემოვა. პირველ რიგში, ამით უახლოესი მეზობელი — ირანია დაინტერესებული. თანაც, საუბარია პროდუქციის მთელ სპექტრზე, რაც აქამდე თურქეთს შემოჰქონდა: ხილზე, ბოსტნეულზე, თევზეულზე, რძის ნაწარმზე — ყველაფერზე, რაც გნებავთ“, — ამშვიდებს მოსახლეობას ალექსეენკო.

 ირანის გარდა, როგორც „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი განმარტავს, რუსეთში უკვე მოგვარებულია პროდუქტების შემოტანის საკითხი ლათინური ამერიკიდან. ასევე, რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შემოსატანად მზადაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, კავკასიის რეგიონები. მაგრამ მაინც, როგორც ალექსეენკო აღნიშნავს, ირანი უახლოესი სავაჭრო პარტნიორია, რომელსაც მოწოდებების მხრივ თურქეთის სრულად ჩანაცვლება შეუძლია.

დასვენებას ვერ აკრძალავ

 თურქეთის წინააღმდეგ სანქციები ტურიზმის სფეროსაც შეეხო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა თურქულ კურორტებს ანიჭებდა უპირატესობას: კიდევ სად შეძლებ ხუთვარსკვლავიან სასტუროში, ხმელთაშუა ზღვაზე, არც თუ ძვირად დასვენებას, თანაც სისტემით „ყველაფერი შედის“? მაგრამ აქაც ყველაფერი ისე საშიში არაა, როგორც ჩანს და რუსები, რომლებსაც ზამთრის არდადეგებზე სამხრეთ სანაპიროებზე დასვენება უყვარდათ, გარუჯვის გარეშე წელსაც არ დარჩებიან.

რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: ანკარა სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტის ესკალაციისკენ არ ისწრაფვის

 ზამთარში, როგორც Sputnik-ს ტურისტული სააგენტოების ალიანსის პრეზიდენტმა ანდრეი გავრილოვმა განუმარტა, თურქულ კურორტებზე დიდი მოთხოვნა არც ყოფილა, აი, ეგვიპტეში კი რუსეთის მოქალაქეები საახალწლო დღესასწაულზე მიფრინავდნენ. ამიტომ ჯერჯერობით შეიძლება მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რომ ეგვიპტეში წამსვლელ ტურისტთა ხელახლა ორიენტაცია შევძელით. 

 „საახალწლო დღესასწაულზე რუსი ტურისტების ნაწილი ქვეყნის შიგნით სამოგზაუროდ წავიდა, ნაწილი — საბერძნეთში. კარგი წინადადებები იყო არაბეთის საამიროებიდან, შემოთავაზებული წინადადებების მხრივ გააქტიურდა ისრაელი. და რა თქმა უნდა, ვისაც სანაპიროებზე დასვენება უნდოდა, არჩევანი ვიეტნამზე, ტაილანდსა და გოაზე გააკეთა“, — აღნიშნა გავრილოვმა.

 ამასთან, როგორც ექსპერტი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტულ ბაზარზე თურქეთი და ეგვიპტე აღარ არიან, შიდა ტურიზმის ზრდა შეინიშნება. საახალწლო დღესასწაულზე ყველაზე პოპულარულია სათხილამურო კურორტები, სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, კავკასიის მინერალური წყლები და სხვა. 

 „შიდა ნაკადთან მიმართებით დადებითი დინამიკა გვაქვს და ეს, როგორც ჩანს, საზაფხულო სეზონზეც გაგრძელდება. ვნახავთ, რა წინადადებები გვექნება შავი ზღვის სანაპიროდან და ყირიმიდან“, — იმედოვნებს ექსპერტი.

გავრილოვის თქმით, რაც შეეხება საზღვარგარეთ გასვლით ტურიზმს, ამაზე ტუროპერატორთა ბლოკი ამჟამად აქტიურად მუშაოს. თურქეთის ნაცვლად რუსეთის მოქალაქეებს შვებულების გატარებას საბერძნეთში, კვიპროსში, ისრაელში შესთავაზებენ. ასევე ვარაუდობენ, რომ ამ კუთხით ბულგარეთიც გააქტიურდება. უფრო მეტი ადამიანი დაისვენებს დსთ-ის ქვეყნებში.

რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგანაც კონტრაქტები ამ პერიოდისთვის თებერვალ-მარტში ფორმდება. ასევე, დაახლოებით გაზაფხულისთვის იქნება ცნობილი საზღვარგარეთის კურორტების ფასები. „დრო არის, ამიტომ თურქეთის შეცვლა სხვა ქვეყნებით დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, ამაზე მუშაობაა საჭირო“, — დაასკვნა ექსპერტმა.

შემდგომი გაწვავების თავიდან არიდება შესაძლებელია

 მთლიანობაში, რუსულ-თურქული ურთიერთობებისთვის 2016 წელი რთული იქნება, მიიჩნევს პოლიტოლოგი, საერთაშორისო საქმეთა საკითხებში რუსეთის საბჭოს გენერალური დირეტორი ანდრეი კორტუნოვი. როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, კონფლიქტი საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა და სამწუხაროდ, აქამდე, ახალ სფეროებზე გავრცელებით, მხოლოდ მისი შემდგომი ესკალაცია ხდებოდა: ის შეეხო არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ჰუმანიტარულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო თანამშრომლობას, აისახა ორი ქვეყნის ურთიერთქმედებებზე რეგიონულ საკითხებში.

 „თუმცა, ცხადია, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთქმედებების გარეშე რიგი საკითხების გადაწყვეტა ძალზე ძნელი იქნება, შესაძლოა, შეუძლებელიც. გასაგებია, რომ თურქეთის მონაწილეობის გარეშე სირიის პრობლემა ვერ გადაწყდება. ნათელია, რომ თურქეთის როლი კავკასიის საკითხებში ასევე მნიშვნელოვანია. ასევე, ანკარას გარკვეული გავლენა აქვს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე“, — განმარტა კორტუნოვმა.

 და აქ, პოლიტოლოგის თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რუსეთისა და თურქეთის ხელმძღვანელობები რამდენად გამოავლენენ „არა უბრალოდ საღ აზრს, არამედ საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების ხედვას და რამდენად შეიკავებენ თავს ამ კონფლიქტის შემდგომი პროვოცირებისა და ესკალაციისგან“. 

არკადი დვორკოვიჩი - Sputnik საქართველო
დვორკოვიჩი: რუსეთს თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ დაუსახავს მიზნად

 როგორც კორტუნოვი განმარტავს, ამავდროულად, მიუხედავად შემოღებული სანქციებისა, ვხედავთ, რომ რჩება საკითხები, რომლებიც, ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, ნეგატიური ტენდენციების გავლენას არ განიცდის: გრძელდება რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში, მოქმედებს მთელი რიგი სხვა პროექტები სოფლის მეურნეობისა და ატომური ენერგეტიკის სფეროებში. და რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობები, რომ კონფლიქტისგან მიყენებული ზარალი ორივე მხარისთვის შეიზღუდოს, არსებობს, მაგრამ მოინდომებენ თუ არა მხარეები ამით სარგებლობას, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს, შეაჯამა კორტუნოვმა. 

 რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები კრიზისული მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. თურქეთის პრემიერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყანას რუსული სანქციების არ ეშინია, მაგრამ თუ სანქციების სია გაიზრდება, მაშინ შეიძლება კონფლიქტის ორივე მხარე დაზარალდეს. 


ყველა ახალი ამბავი
0