ექსპერტი: თურქეთისა და საუდის არაბეთის პარტნიორობა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული

© photo: Sputnikპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ხელმოწერილი იქნება კონკრეტული დოკუმენტი ე. წ. მუსულმანური ქვეყნების ახალ კოალიციაში თურქეთის ოფიციალური გაწევრიანების შესახებ.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ექსპერტი ვახტანგ მაიასაია არ გამორიცხავს, რომ თურქეთი და საუდის არაბეთი პარტნიორობას დაიწყებენ, რაც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

 თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ორდღიანი ვიზიტი საუდის არაბეთში რამდენიმე საინტერესო ასპექტს მოიცავს, მათ შორის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წასვლისა და სირიის კრიზისის კონტექსტში რუსულ-თურქული ურთიერთობების შესაძლო განხილვას.

 „თურქეთი ახალ კოალიციას შეუერთდა, რომელიც საუდის არაბეთის ინიციატივით შეიქმნა. და ამ კონტექსტში, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საკითხებთან არის დაკავშირებული ერდოღანის ვიზიტი. ჩემი აზრით, ხელი მოეწერება კონკრეტულ დოკუმენტს ე. წ. მუსულმანური ქვეყნების ახალ კოალიციაში თურქეთის ოფიციალური გაწევრიანების შესახებ და ამ კონტექსტში თურქეთი და საუდის არაბეთი პარტნიორობას დაიწყებენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, — განუცხადა მაისაიამ  Sputnik-ის კორესპონდენტს.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ერდოღანი: რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები სრულად გაწყვეტილი არაა

 ექსპერტის აზრით, თურქეთისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობა ურთიერთმომგებიანი იქნება.

 „როგორც ცნობილია, საუდის არაბეთი დათანხმდა იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც თურქეთმა რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ შეიძლება მიიღოს. ხოლო საუდის არაბეთისთვის თურქეთთან პარტნიორობა სამხედრო ურთიერთობების კონტექსტში იქნება საინტერესო. საუდის არაბეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს. თუმცა, იემენში საბრძოლო მოქმედებებსა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაშიც კი სუსტი ადგილები გამოვლინდა, განსაკუთრებით თავდაცვით პოლიტიკაში. თურქეთს უფრო განვითარებული სამხედრო მრეწველობა აქვს, შეიარაღებული ძალები უფრო ბრძოლისუნარიანია, ვიდრე საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალები. ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები აწორედ ამ რაკურსით წარიმართება“, — აღნიშნა ექსპერტმა. 

 „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რუსეთთან ერთად ბრძოლაზე ერდოღანის უარმა, შესაძლოა, მოვლენათა განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რადგანაც ერთიანი და მძლავრი კოალიციის გარეშე, მიუხედავად ურთიერთობებისა, მათ შორის თურქეთის, რუსეთისა და საუდის არაბეთისაც კი, „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხის მოგვარება შეუძლებელია, მიიჩნევს მაისაია.

 სამშაბათს, 29 დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვია. ეს ვიზიტი საუდის არაბეთის მეფის სალმან ბინ აბდულაზიზის მიწვევით მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მეფე სალმანთან, ასევე რიგი ორმხრივი შეხვედრები, სადაც ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე იმსჯელებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0