ერდოღანი: რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები სრულად გაწყვეტილი არაა

© Пресс-служба Президента РФ / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გრძელდება, მაგალითად, ენერგეტიკაში, კვების პროდუქტებსა და ორმხრივ ვაჭრობაში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და იმედი გამოთქვა,რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში კვლავ გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.

„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სრულად არ გაწყვეტილა. ყოველთვის ვამბობ, რომ ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები არ უნდა გაწყვიტოს“, — განაცხადა თურქეთის ლიდერმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ „რუსეთთან ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში გრძელდება, მაგალითად, ენერგეტიკის, კვების პროდუქტებში, ორმხრივ ვაჭრობაში და სხვა“. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის საქართველოსთვის არახელსაყრელია

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან, არ გვინდა, რომ ის ნეგატიური მიმართულებით წავიდეს. გვინდა, ამას თავი ავარიდოთ და ურთიერთობები დიპლომატიის ფარგლებში ავაგოთ“, — აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიხსენა, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ბელგრადში ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის რუს კოლეგას შეხვდა. თურქმა მინისტრმა განმიცხადა, რომ შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრები და თათბირები ორი ქვეყნის, ასევე სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაგრძელდება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მხრივ სხვა მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ხელშეწყობაც არის. ჩვენ მეგობრების შეძენა გვსურს და არა მტრების“, — დასძინა ერდოღანმა.

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. 


ყველა ახალი ამბავი
0