კვირიკაშვილი: დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის საქართველოსთვის არახელსაყრელია

© https://www.facebook.com/economyprგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა ყველა პოლიტიკოსსა და მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსულ–თურქული დაძაბულობის საქართველოსთვის დადებით კონტექსტში წარმოჩენისგან.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. დაძაბულობა რუსეთსა და თურქეთს შორის უკიდურესად არასახარბიელოა როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამშაბათს, 15 დეკემბერს. 

„რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა არის უკიდურესად არასახარბიელო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, — განაცხადა მინისტრმა. 

დიპლომატმა ყველა პოლიტიკოსსა და მედიის წარმომადგენელს  მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსულ–თურქული დაძაბულობის საქართველოსთვის დადებით კონტექსტში წარმოჩენისგან. 

„უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისათვის, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს საქართველოს. ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და მეორეც — ეს, ალბათ, ძალიან არაეთიკურია თურქეთთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0