თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მიზანი თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ არის, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.
„ჩვენ თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ამოცანად არ გვაქვს დასახული… შემდეგი ქმედებები, რის თაობაზეც განვაცხადებთ, მთავრობის მეთაურმა სხდომებზე უკვე დააანონსა“, — განაცხადა მან ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერნვიუში.
„ჩვენ თანამიმდევრულად წავალთ ისეთი გზით, სანამ ადეკვატური რეაქცია არ იქნება, მხედველობაში მაქვს ის, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა“, — დასძინა ვიცე-პრემიერმა.
რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები კრიზისული მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი.