ერდოღანი: ანკარა სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტის ესკალაციისკენ არ ისწრაფვის

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირეჯებ თაიიფ ერდოღანი
რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი მიიჩნევს, რომ რუსულ სუ-24-ს ცეცხლი თურქეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გაუხსნეს და ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თურქეთი არ აპირებს გააზვიადოს რუსული თვითმფრინავის, სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტი, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ისლამურ ეკონომიკურ ფორუმზე.

„თურქეთი ყოველთვის ემხრობოდა მშვიდობას, დიალოგს, დიპლომატიურ რეგულირებას, და ამის შემდეგაც იგივეს განვაგრძობთ. მაგრამ ნურავინ დაელოდება, რომ ჩვენი სივრცის, საზღვრების, ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევის მიმართ ყრუები და ბრმები გავხდებით. ფიქრადაც არ გვაქვს, რომ ეს ინციდენტი გავაზვიადოთ, ჩვენ მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებასა და ჩვენი (თურქმენი) ძმების უფლებებს ვიცავთ“, — განაცხადა მან.

მან კვლავ განაცხადა, რომ რუსულ სუ-24-ს ცეცხლი თურქეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას  გაუხსნეს და ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული თვითმფრინავი სუ-24  სირიაში სამშაბათს ჩამოვარდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ჰაერში, თურქეთის ტერიტორიიდან 1 კილომეტრში, ექვსიათას მეტრ სიმაღლეზე იყო, როდესაც მასზე იერიში მიიტანეს. რუსეთის პრეზიდენტმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან  „ზურგში დარტყმა“ უწოდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სუ-24-ს თურქეთის საზღვრები არ გადაუკვეთია და ამას სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მონაცემები ადასტურებს. თურქეთი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.


ყველა ახალი ამბავი
0