1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი გაიზარდა

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშითამბაქოს ნაწარმის გაყიდვა
თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადასახადის გაზრდის მიზანი თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთის ოპტიმიზაციაა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე სააქციზო განაკვეტი გაიზარდა.

 გადასახადის გაზრდის მიზანი თამბაქოზე კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთის ოპტიმიზაციაა.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას

 შესწორებების თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან სააქციზო განაკვეთი ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) 0,20 ლარით გაიზარდა და 1,10 ლარი შეადგინა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ცალი) — 0,05 თეთრით და 0,30 ლარი შეადგინა. ლარის მიმდინარე კურსი აშშ დოლართან მიმართებით: 1 აშშ დოლარი — 2,4 ლარი.

 გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდება პროპორციული განაკვეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის (20 ცალი) აქციზზე და 10%-ს შეადგენს. 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოში ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე გადასახადის ე. წ. შერეული სისტემა ამოქმედდა. აქციზი თამბაქოს ნაწარმზე როგორც რაოდენობითა და წონით, ასევე საცალო გაყიდვის ფასის შესაბამისად განისაზღვრება.

თამბაქო - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტის აქციზზე ”შერეული სისტემა” ამოქმედდება

 მთავრობის გეგმის თანახმად, აქციზები თამბაქოს ნაწარმზე მომდევნო რვა წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაიზრდება.

 შესწორებების თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან სააქციზო განაკვეთები გაიზარდა ვისკიზე, რომსა და ტაფიაზე, ჯინსა და ღვიის ნაყენზე 1 ლიტრისთვის 10-დან 15 ლარამდე, ტეკილაზე — 8-დან 10 ლარამდე.

 სააქციზო განაკვეთი ეთილის სპირტსა და სხვა ალკოჰოლურ სასელებზე (გარდა ყურძნის ღვინისა და ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტიანი სასმელებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა, მცირეალკოჰოლიანი სასმელებისა) პრაქტიკულად, ორჯერ გაიზრდება — 1 ლიტრზე 5,2 ლარიდან — 10 ლარამდე.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოში ზოგიერთ სპირტიან სასმელზე აქციზი 35%-ით შემცირდება

 90 მლნ ლარის ოდენობის შესწორებების შეტანა 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს გაზრდის, ვარაუდობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

 ამავდროულად, 2016 წლიდან ხილისა და ყურძნის საფუძველზე მომზადებული სპირტიანი სასმელების სააქციზო გადასახადი საქართველოში 35%-ით შემცირდება. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე სააქციზო გადასახადი 9,2 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება.

 სააქციზო განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ბოლოს 2015 წლის 1 იანვარს გაიზარდა. კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) სააქციზო განაკვეთი 0,15 ლარით გაიზარდა, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ცალი)  - 0,05 ლარით. სააქციზო გადასახადები ეთილის სპირტსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე გაორმაგდა.

ყველა ახალი ამბავი
0