ახალი წელი თბილისში — თვალისმომჭრელი სანახაობაა! მორთულ-მოკაზმული ქალაქი საახალწლო ნაძვის ხეებით, თოვლის ბაბუებითა და სანტა-კლაუსებით, საშობაო ბაზრობებით, კარნავალებით და ქუჩის წარმოდგენებით.
…და თუ ტრადიციულად ახალ წელს მყუდროდ, ოჯახურ გარემოში ხვდებით, მომდევნო დღეებში უამრავი საშუალება გაქვთ თქვენი საყვარელი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში დატკბეთ ამ დღესასწაულის მშვენიერებით.
ცხელი ტანგო და კინოს საღამოები, ბრწყინვალე მიუზიკლები, ლამაზი საცირკო და თეატრალური შოუ, საახალწლო კონცერტები და ფესტივალები, „კონკია“ და „მაკნატუნა“… ახალი წელი თბილისში — არა მხოლოდ ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესანიშნავი საშუალებაა, არამედ იმის საწინდარიც, რომ მთელი წელი გაგყვეთ ამ დღეებისაგან მიღებული სიამოვნება.
მაშ ასე — კეთილი იყოს თქვენი ბობრძანება საახალწლო თბილისში!
დამდეგს გილოცავთ!
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი.
„საახალწლო მოგზაურობა კუნძულ ლასტა-რიკაზე“, ამ მიმზიდველი სახელწოდებით გეპატიჟებათ თბილისის ცირკი, ყველას: დიდებსა და პატარებს. აქ თქვენ გელოდებათ მოცეკვავე სელაპები, თოვლის ფიფქივით ქათქათა ცხენები და შესანიშნავი მხედრები, სასაცილო სამეფო პუდელები, თუთიყურშები და მაიმუნები, აკრობატების წარმტაცი ნომრები და მოსკოვის საცირკო ხელოვნების ფესტივალის "Идол"-ის ჯილდოს მფლობელი — გაწვრთნილი პინგვინების უნიკალური შოუ! შოუს სპეციალური სტუმარია კლოუნი „მაი“ — რუსეთის სახალხო არტისტი ევგენი მაიხროვსკი. საცირკო წარმოდგენა 2 იანვარს განმეორებით იქნება წარმოდგენილი.
თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) მოუსმენთ მარიკონეს, ლეგრანისა და ყანჩელის შედევრებს. საღამოზე, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“. ქართველი მუსიკოსები მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების: ნინო როტას, ლალო შიფრინის და ჯონ უილიამსის მუსიკალურ ნაწარმობებსაც შეასრულებენ. კონცერტში მუნაწილეობას მიიღებს ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი — ნატალია ქუთათელაძე და ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი. მთელი საღამო დატკბებით ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის საშემსრულებლო ხელოვნებით, რომელსაც აღიარებული ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.
საახალწლოდ მხურვალე ტანგოს ცეკვა გსურთ? მიბრძანდით კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის საახალწლო ტანგო-საღამოზე. დრესს-კოდი მხოლოდ თქვენი ფანტაციაზიის მასშტაბებზეა დამოკიდებული, ნიღბები — მისასალმებელია. თქვენ გელოდებათ თეატრ LOVE ჯგუფის მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა, უგემრიელესი სასმელები და თუ ტანგოს ცეკვა არ იცით და დიდი ხანია მის შესრულებაზე ოცნებობთ, გაკვეთილებსაც დიდი სიამოვნებით ჩაგიტარებენ. საღამოები იწყება 20:00.
ციყვების საშობაო ბაზრობა ყველა მსურველს ეპატიჟება, სოციალურ კაფე-გალერეაში „Phea’s Squirrels“ (ჭონქაძის ქუჩა # 29). თქვენ აქ ნახავთ არა მხოლოდ მრავალფეროვან საახალწლო ნაკეთობებს და ციყვების ფორმის დეკორაციებს, არამედ დააგემოვნებთ გლინტვეინს და შოკოლადის, ნუშის, ვანილიან საშობაო ნამცხვრებს. თქვენ გელოდებათ სასიამოვნო მუსიკა და არაორდინალური საჩურები!
საბავშვო საახალწლო შოუზე მოხვდებით, თუკი ეწვევით ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სადაც გრანდიზული, საახალწლო წარმოდგენა გაიმართება. საზეიმო კარნავალზე მოზარდებს ელოდებიან საყვარელი ზღაპრების პერსონაჟები: მგელი „წითელქუდას“ ზღაპრიდან, სალამურა, მომღერალი ჭიამაია, სასაცილო კონფერანსიე, ფიფქიას ბოროტი დედინაცვალი და მრავალი სხვა. შოუს ექსკლუზიური სტუმარია — სახალხო არტისტი, გივი ბერიკაშვილი, რომელიც მეკვლე იქნება და ბავშვებს ახალ, 2016 წელს მიულოცავს. წარმოდგენები გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 10 იანვრის ჩათვლით!
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი.
საახალწლო საჩუქრების მომარაგება შეგიძლიათ ბაზრობაზე „შობა დგება“, რომელიც გაიმართება ტიხრული მინანქრის თბილისის ხელოვნების გალერეაში „ორნამენტი“! აქ თქვენ დაათვალირებთ და შეიძენთ საავტორო საახალწლო სათამაშოებს, ქართული ფოლკლორის ტრადიციული პერსონაჟებით დამშვენებულ, ხელით ნაკეთ ორიგინალურ საშობაო დეკორაციებს. გამოფენა გაგრძელდება 2016 წლის 7 დეკემბრამდე.
პარასკევი, 1 იანვარი
საახალწლო ნაძვის ხეზე ყველა პატარას თავის ცენტრში ელოდება მხატვარი და კარიკატურისტი ზალიკო. სანტა-კლაუსები, ცოცხალი მინიონები, ფერიები, ცნობილი მულტფილმების გმირები და ასევე გემრიელი საახალწლო საჩუქრები! იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!
საავტორო საახალწლო ნაძვის ხეების ფესტივალი „ახალი წელი ქართულად“ შარდენის, ბამბის რიგის და კინოს მოედნის ქუჩებში გელით. იქ განსაკუთრებულად ორიგინალურ და ექსკლუზიურ ნაძვის ხეებს ნახავთ. მათ შესაქმნელად სხვადსხვა ქართულმა კომპანიამ გამოიყენა: შუშხუნა ღვინის ბოთლები, საჰაერო ბურთები, სამშენებლო ბლოკები, ნათურები, წიგნები, ყვავილები და კაბები.
შაბათი, 2 იანვარი.
თბილისის ახმეტელის თეატრში, თქვენი შვილები ზღაპრული „მაკნატუნას“ ნახვას შეძლებენ. პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკის თანხლებით, ქართული თეატრი, მედიცინის მრჩევლის შტალბაუმის სახლში, შობის ჯადოსნური ღამის წარმტაც ამბებს გააცოცხლებს, იმაზე, თუ როგორ გარდაისახა მაკნატუნა პრინცად. ზღაპარი 14:00 იწყება.
გნებავთ საყვარელი ფილმი და ახალი წელი ერთმანეთს შეუთავსოდ? მაშინ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის თეატრში არ გამოტოვოთ საახალწლო კონო-საღამო. თქვენ გელოდებათ სასიამოვნო საღამო, შვედური მაგიდა, სასმელები, ვნებიანი ტანგო და სხვა სიურპრიზები. არ დივიწყოთ დრეს-კოდი — კინოგმირების კოსტიუმები!
კვირა, 3 იანვარი.
შოთა რუსთაველის თეატრში, შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის „კონკიას“ მიხედვით დადგმული, ლამაზი მუსიკალური წარმოდგენა გელით. სპექტაკლი განახორციელა გამოჩენილმა ქართველმა რეჟისრმა, რობერტ სტურუამ. ბილეთების ყიდვას შეძლებთ თეატრის სალაროში, ასევე საიტზე — biletebi.ge.
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში, ქართული მიუზიკლი „მერი პოპინსი“ გელოდებათ. რეჟისორ დავით დოიაშვილის დადგმა, ბევრ ვოკალურ და ქორეოგრაფიულ სცენებს, დაუვიწყარ სანახაობას და კარგ განწყობილებას გპირდებათ. დაუბრუნდით ბავშვობას! დასაწყისი 19:00.
თბილისის Magti Club-ში (რუსთაველის პროსპექტი # 22), საბავშვო კარნავალი შედგება. საღამოზე სტუმრებს დახვდებიან სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟები და რასაკვირველია, სანტა-კლაუსი, საჩუქრებით! და კიდევ — საახალწლო კარაოკე და მრავალი სხვა სიუპრიზი!
მარჯანიშვილის თეატრი, აღიარებული რეჟისორის, ლევან წულაძის სადღესასწაულო სპექტაკლზე გეპატიჟებათ. „საშობაო სიმღერა“, ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების მიხედვით განახორციელეს, სადაც თქვენი პატარების თვალწინ გაცოცხლდება ძუნწი სკრუჯის ისტორია. ბოროტი და კეთილი სულებით, მოჩვენებებით აღსავსე შობის ღამეს, სიკეთე ბოროტებას დაძლევს.
"საახალწლო ქალაქი" თბილისში
თბილისში ვარდების მოედანი გადაიქცა „საახალწლო ქალაქად“, სადაც შეხვდებით ზღაპრის გმირებს, ანიმატორებს, კლოუნებს, სანტა-კლაუსებს და ათასგვარ გასართობს.
გულები, ბოთლები და ყვავილები — ამ მასალიდან, საახალწლო ნაძვის ხის გაკეთებას შეძლებთ.
25 დეკემბრიდან 3 იანვრამდე „ საახალწლო ქალაქში“ მიმდინარეობს მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები, რომელშიც ასობით მუსიკოსი და არტისტი მონაწილეობს. „საახალწლო ქალაქის“ ყველა სტუმარს გასართობი შოუ-პროგრამა, კარნავალი და სადღესასწაულო მსვლელობა ელოდება, რომელშიც მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
მუსიკალური ნომრებით გაახარებენ პატარებს „ბასტი-ბუბუსა“ და „ბზიკების“ აღსაზრდელები.
ყოველდღე შედგება ფიგურისტების შოუ, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ქუჩის კალათბურთი, ბატუტზე სახალისო ხტუნვა და პარკური. „საახალწლო ქალაქში“ საზეიმო ბაზრობა გაიხსნა, სადაც ყველა შეძლებს მშვენიერი სუვენირების, ხელნაკეთი ნივთების, ნაძვის ხის ორიგინალური დეკორატიული სათამაშოების და უამრავი სასურველი ნივთის შეძენას.
„ საახალწლო ქალაქის“ სტუმრებს ელოდებათ არომატული გლინტვეინი, უგემრიელესი ფრანგული ბლინები, ნამცხვრები, ბელგიური ვაფლი და სხვა საახალწლო ტკბილეული. „ქალაქის“ მთავარი, საზეიმო მოვლენა 31 დეკემბერს შედგება. საახალწლო გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები, საოპერო შემსრულებლები, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, გუნდი, მოცეკვავეები. კონცერტზე გაჟღერდება
საშობაო „ალილო“. ხოლო 3 იანვრიდან „საახალწლო ქალაქის“ მცხოვრებნი და სტუმრები, ქალაქის მერიასთან არსებულ, აღიარებული თბილისური Big Band-ის მუსიკით დაკტბებიან.
საახალწლო პოგრამა „მთაწმინდის“ პარკში!
25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, ყველა მსურველს, პარკი „მთაწმინდა“ საახალწლო პროგრამებზე გეპატიჟებათ! აქ ნახავთ ქართული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების კონცერტებს, საცირკო და თეატრალურ წარმოდგენებს, ასევე ილუზიონისტების შოუ. სადღესასწაულო დღეებში, თოვლის პაპა ბავშვებს უფასო საჩუქრებს დაურიგებს (12:00-17:00), ხოლო 15:30-დან 17:00-მდე ბავშვებს ანიმატორები გაართობენ. პარკში იმუშავებს, სადღესასწაულო საციგურაო მოედანი.
SPUTNIK-ი გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ!