თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის წინა დღეებში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“ პორტალის ქართულ და რუსულ ვერსიებზე მულტიმედიური პროექტი ჩაუშვა, რომელიც ახალი წლის შეხვედრის ეროვნული ტრადიციების მრავალფეროვნებაზე მოგვითხრობს.
„ახალი წელი ქართულად“ ინფოგრაფიკის, ფოტოლენტებისა და ვიდეოს ფორმატით, მკითხველს მოუთხრობს, როგორ გააკეთოს ქართული საახალწლო ნაძვის ხე — ჩიჩილაკი და მოამზადოს გოზინაყი, შესაძლებლობას იძლევა, იხილოს, როგორ ემზადება თოვლის პაპა საახალწლო წარმოდგენაზე გამოსასვლელად.
ინფოგრაფიკა „ქართული საახალწლო სუფრა“ თვალსაჩინოდ წარმოადგენს ქართული სამზარეულოს იმ კერძებს, რომლებსაც, ტრადიციულად, ახალი წლის ღამისთვის აკეთებენ — შემწვარი გოჭიდან დაწყებული, საცივითა და ხაჭაპურით დამთავრებული.
„რა ჯდება ახალი წელი?“ რეპორტაჟის ფორმატით „Sputnik საქართველო“ მოგვითხრობს, რა თანხა უჯდებათ ქვეყნის მცხოვრებლებს მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულისთვის მზადება და მისი აღნიშვნა.
საუკეთესო სურვილებით,
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.
საუკეთესო სურვილებით,
Sputnik-ის მედიაგუნდი