თბილისური საახალწლო სუფრა: რეპორტაჟი ბაზრიდან

© photo: Sputnik / Onanov / გადასვლა მედიაბანკშიქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 ტელევიზიით კი ამბობენ, წელს უჩვეულოდ გაძვირდა ყველაფერიო, მაგრამ თუ საკუთრი თვალით ნახავთ რა ხდება საახალწლოდ ბაზრობებზე და იმასაც გაიხსენებთ, ათწლეულების განმავლობაში როგორ ეკიდა ცეცხლი ქართულ ბაზრებს, მიხვდებით, რომ სურათი თითქმის იგივეა.

 ამ მხრივ ყველაზე უკეთესი ინდიკატორი ყოველთვის იყო და რჩება დიდუბე, ანუ „დინამოდან“ „დეზერტირების ბაზრამდე“ არსებული ტერიტორია, რომლის გავლა ამ დღეებში ფეხით გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ავტმანქანით. ასეა წელსაც, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მანქანების საშინელი საცობი 25 დეკემბრიდან დაიწყო და შაბათ-კვირას განსაკუთრებით დაიტვირთა ქუჩები. ხოლო თევდორე მღვდლის ქუჩა, რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარედ ისე გადაიტვირთა, რომ ტროტუარზე ფეხით გავლაც შეუძლებელი გახდა.

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
ტრადიციები: ქართული ახალი წელი

 ხშირად გამიგია გაკვირვებული ადამიანების აღშფოთება: საქართველოში ფული არავის არაა აქვს და სამსახური, რესტორნები კი მუდამ სავსეა და ქალაქში გადაადგილება ჭირს ავტომანქანების სიმრავლის გამოო. ასეა ახლაც!.. თუმცა, ბაზარში ძვირიანი პროდუქტის მყიდველი რომ გაცილებით ცოტაა, აშკარაა. ამიტომაც ფასებიც არ არის ერთგვარი.

 დეზერტირების ბაზართან მისვლამდე, ტროტუარზე ინდაურებმა მიიქცია ჩემი ყურადღება, თუმცა, კარგა ხანს ვაკვირდებოდი, რომ გამერჩია დიდი ზომის ქათამი ინდაურისგან. ამიტომ მორიდებით ვიკითხე მისი ფასი და რომ გავიგე 45 ლარი ღირდა, დავრწმუნდი, რომ ინდაური იყო. ცოტა რომ გავიარე, დახლზე ნამდვილი ინდაური შევნიშნე, ფასიც შესაბამისად 70-65 ლარს შეადგენდა. ახლა გოჭებით დავინტერესდი, პატარები 60, დიდები კი, ბურვაკს რომ ეძახიან, 120 ლარი დამიფასეს. ისე რომ შევხედე, არც ერთის ჭამა არ მომინდა…

ახლა ხილისკენ გამიწია გულმა და მოულოდნელად „ჟიგულის“ საბარგულთან ხალხის ჩოჩქოლი შევნიშნე, ახლოს რომ მივედი, შედარებით უკეთესი გარეგნობის, მოზრდილი გოჭები დავინახე, საბარგულში ერთმენეთზე მიწყობით რომ იწვნენ. მძღოლს ფასი ვკითხე და 70-დან 100-მდე მითხრა. შევაჭრების ნაცვლად მხოლოდ ფოტოს გადაღებით რომ დავკმაყოფილდი, გაოცდა, ჩემს გოჭებს სურათებს უღებო?!

 ღიმილით გავეცალე იქაურობას და ახლა ხილის ფასებით დავინტერესდი. დიდი არჩევანი იყო, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო. ვაშლები 2- 2,5 ლარი, ფორთოხალი 2,5-3 ლარი, ბროწეული 3 ლარი, (თუმცა, სამი წლის წინ აპრილში 10 ლარიც მახსოვს), მანდარინი 1 ლარიდან 3 ლარამდეა. ამასობაში ნიგოზსაც მივადექი. ერთი ჯმუხი კაცი 22 ლარად ყიდდა. გამხდარი ქალი კი უკეთესი ხარისხისას 25 ლარს, ხოლო შავ ნიგოზს 17 ლარს აფასებდა. აქვე თხილიც გამოუტანიათ 5 ლარად, ნიგოზის მაგივრად რომ დასჭირდეს ვინმეს. 

საახალწლო მორთულობა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალ წელს მოთოვს

 ქათმების ფასი კი 5,5 ლარიდან იწყება. დახლების წინ ჩავლისას ვიღაცამ მომაძახა „აბა წიწილა გავიყოლოთ 5 ლარად“… ბოშები კი თავიანთ ჩვეულ ამპლუაში ვაჭრობდნენ და გამვლელ-გამომვლელებს „მოპარული საქონლის“ იაფად შეძენას სთავაზობდნენ.

 მოკლედ, თბილისური ბაზარი კვლავ თავის რეპერტუარს ინარჩუნებეს. შეძლებულები შევაჭრების გარეშეც მოახერხებენ საკუთრი გემოვნების და ჯიბის შესაბამისი საახალწლო სუფრის გაშლას. შედარებით ხელმოკლეებისთვისაც მოინახება იაფიანი საქონელი, ოღონც გოჭის და ინდაურის გარეშე, ხოლო პენსიონერები ყველაზე ღარიბულ სუფრას უნდა დასჯერდნენ, სავარაუდოდ.

ვარსკვლავები, ანგელოზები და მანათობელი გვირგვინები – თბილისი ახალ წელს ხვდება - Sputnik საქართველო
ვარსკვლავები, ანგელოზები და მანათობელი გვირგვინები – თბილისი ახალ წელს ხვდება

 რაც შეეხებათ სოციალურად დაუცველებს, მათ წელსაც საახალწლო ნობათი დაურიგეს: 1კგ. შაქარი, 1კგ პურის ფქვილი, 1ც ქათამი, თითო კოლოფი მწვანე ბარდა და სოკო, ხორცის კონსერვი. 1 ცალი ზეთი, თითო შეკვრა შოკოლადის და უბრალო კამფეტები, 1 ცალი რულეტის ნამცხვარი, შედედებული რძე. 

 როგორც სოცილურად დაუცველმა პენსიონერმა იზო სიხარულიძემ მითხრა, დახმარებას წინა ხელისუფლებაც აძლევდა. თუმცა, წელს ჩამონათვალი მეტია, ერთი განსხვავებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის წელს კარგი ნიგოზი დაურიგეს. საახალწლო ძღვენი უფასო სასადილოს მომხმარებლებს ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში გადასცეს. ხოლო ვინც სასადილოში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, სახლში მოუტანეს.

 ამდენად, ფასების ზრდის მიუხედავად, განსაკუთრებული, თითქმის, არაფერი ხდება. საქართველოში ხომ ფასები ყოველ დღესასწაულზე მატულობს და ევროპასთან მჭიდრო დაახლოების შემდეგ, ეგებ ესეც გამოსწორდეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0