თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ღამეს თბილისელებსა და მის სტუმრებს თოვლი ელოდებათ, იუწყება საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი.
30 დეკემბერს თბილისსა და მთელს საქართველოში აცივდება, მოსალოდნელია წვიმა, ქარის სიძლიერე დედაქალაქში 20-25 მეტრს მიაღწევს წამში, ხოლო დღისით შეიძლება 28 მეტრსაც მიაღწიოს. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა პლუს 11 გრადუსი იქნება.
31 დეკემბერს ღამით ტემპერატურა 5 გრადუსამდე დაიწევს, თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის ძალა წამში 10-15 მეტრი იქნება.
ახალი წლის ღამეს თბილისში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.