საქართველოს პოლიტიკური პარტიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაშვებას მოითხოვენ

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მათი ძირითადი მოთხოვნა იუსტიციის საბჭოსა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნით, იუსტიციის უმაღლლესი საბჭოს რეფორმირებას მოითხოვენ.

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 25 დეკემბერს მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმასთან დაკავშირებით მოაწყვეს, რომ მურუსიძე სააკაშვილის ხელისუფლების დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო და მის მიერ გამოტანილმა არაერთმა განაჩენმა საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვია.

სასამართლო - Sputnik საქართველო
იუსტიციის მინისტრი არ ეთანხმება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას

 „შექმნილ ვითარებაში აუცილებელ და გადაუდებელ ნაბიჯად მიგვაჩნია — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლომდე დისკრედიტებული მოქმედი შემადგენლობის დაშლა და მისი ფორმირების წესის შეცვლა“, — ნათქვამია რვა პოლიტიკური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს, 30 დეკემბერს გავრცელდა.

საბჭოს ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებისას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არა არაფორმალური მმართველების კულუარულ ფავორიტებს, არამედ დასანიშნი კანდიდატების პროფესიულ და საჯარო რეპუტაციასა და საზოგადოებრივ კონსენსუსს, აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლო - Sputnik საქართველო
დეპუტატმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა

„მოვუწოდებთ ფართო საზოგადოებას და ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მომავალი, ჩაერთოს მოძრაობაში, რომელიც მიზნად ისახავს იუსტიციის საბჭოს და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის ძირეულ რეფორმას“, — აღნიშნულია განცხადებაში.

 დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „თავისუფალი საქართველო“ (ლიდერი კახა კუკავა), „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი), „ახალი მემარჯვენეები (მამუკა კაციტაძე), „დემოკრტიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია), „პატრიოტთა ალიანსი“ (დავით თარხან-მოურავი), „რეფორმატორები“ (ირაკლი ღლონტი), „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ (მაიზერ გელოვანი).

 მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 10-მა დაუჭირა მხარი.

 კანონის თანახმად, სამი წლის შემდეგ, თუ ლევან მურუსიძის სასამართლო საქმიანობის დასკვნითი მონიტორინგი დადებითი იქნება, ის განუსაზღვრელი ვადით მოსამართლე გახდება.

 ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც მურუსიძემ თავის დროს განაჩენი გამოიტანა, 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეა, სადაც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ გარეული. შსს- თანამრომლები, რომლებიც სანდრო გირგვლიანისთვის განზრახ ჭრილობების მიყენებაში იყვნენ ბრალდებულნი, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, მურუსიძემ საპატიმროში 7-დან 8 წლამდე ვადით გაგზავნა. 

ყველა ახალი ამბავი
0