ტრიუმვირატი რუსეთის გვერდის ავლით

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საელჩოში
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საელჩოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნადანა ფრიდრიხსონი: ტრადიციული ღერძი ბაქო–თბილისი–ანკარა აშშ–სა და ევროკავშირს ძალისმიერი კუთხითაც აინტერესებთ.

ნადანა ფრიდრიხსონი

ანალიტიკური ცენტრის, „კუბის“ ექსპერტი 

სპეციალურად Sputnik–ისთვის

რუსულ–თურქული ურთიერთობების გამწვავებამ არა მხოლოდ სირიის, არამედ სამხრეთ კავკასიის გარშემო მოვლენების განვითარებაც დააჩქარა.  

ამ პროცესის ძირითადი მოთამაშეები სხვადასხვა კოალიციის წევრები არიან. შესაბამისად, ამყარებენ ან დასავლეთის და ან რუსეთის პოზიციებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სირიის კრიზისმა ახალ გეოპოლიტიკურ გარდაქმნებს დაუდო სათავე, რომლებიც დიდი ახლო აღმოსავლეთის მთელ პერიმეტრს მოიცავს.  

მოსკოვის ინტერესებს აქ სამი სახელმწიფოს ღერძი ეწინააღმდეგება, რომლებიც ერთმანეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტებით არიან დაკავშირებულნი. სწორედ ეს ხაზია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ–ერთი უმთავრესი კოზირი, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ახალი — ძალისმიერი ელფერი შესძინოს მას.  

თურქეთის ელჩი – უნდა განვითარდეს რეგიონული თანამშრომლობა - Sputnik საქართველო
თურქეთის ელჩი – უნდა განვითარდეს რეგიონული თანამშრომლობა

ეკონომიკური ომი

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა ჯერ–ჯერობით არ ჩანს. უფრო მეტიც, კონფრონტაცია, როგორც ყველაფრიდან ეტყობა, კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს კი დასავლეთს სირიისა და სამხრეთ კავკასიის გარშემო ახალი ამოცანების გადაჭრისკენ უბიძგებს. 

ამ კუთხით პირველი ადგილი თურქეთსა და საქართველოს უჭირავთ. ორივე ქვეყანა ფორპოსტია აშშ–სა და ევროკავშირისათვის (თითოეული საკუთარ რეგიონში). ეს კი ანკარა–თბილისის ბმულის გააქტიურებას მოასწავებს. 

ამაში აზერბაიჯანიცაა ჩართული, რომელიც კვლავინდებურად მრავალვექტორიან პოლიტიკას ემხრობა, თუმცა იმავდროულად აცნობიერებს, რომ თუ ყარაბაღის საკითხი საომარ ფაზაში გადავა, რუსეთთან ურთიერთობა შესაძლოა არსებითად შეიცვალოს. 

თუმცა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პროექტები ამ ქვეყნებს არასაომარ ვითარებაშიც ერთ ორბიტაზე აკავებს, რითაც  მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური არტერია იქმნება.   

ამ ღერძს უკვე დღეს აქვს გაფართოების შანსი. პროექტ „ახალი აბრეშუმის გზის“ წარმატებული დასაწყისი აჩვენებს, რომ წყნარი ოკეანის კავშირის პარალელურად, რუსეთის ინტერესების გვერდის ავლით, კიდევ ერთი ეკონომიკური პროექტია მოდელირებული, რომელიც მხოლოდ კონკურენტულ გეოპოლიტიკურ მიმართულებებს კი არ აძლიერებს, არამედ, ეგრეთ წოდებულ, თურქულ რკალსაც განამტკიცებს. 

უფრო მეტიც, 21–22 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში შეხვედრას გეგმავენ, რათა სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილონ. რა როგორც ყველაფრიდან ჩანს, მხარეები თანამშრომლობის ახალ კონტურებს მოხაზავენ. 

სხვა სიტყვებით, რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება, ხისტი რიტორიკისა და სირიის თეატრში არანაკლებ ხისტი ქმედებების გარდა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ სიბრტყეშიც ინაცვლებს.  და ჯერჯერობით ეს ხაზი მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ არ არის გადათამაშებული. 

ამასთან, ის ფაქტები, რომ ევროპა ჯერჯერობით მზად არ არის რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად, რომ ნავთობის ფასები ეცემა და მის კვალდაკვალ რუბლიც უფასურდება, კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის კონკურენტულ უპირატესობას ეკონომიკურ სიბრტყეში.  

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: დაძაბულობა თურქეთსა და რუსეთს შორის საქართველოსთვის არახელსაყრელია

 … და ძალთა ბრძოლა 

სირიის კრიზისმა უკვე შეუცვალა ფორმატი ბევრი ქვეყნის ურთიერთობას უარყოფითისკენ. და ტრადიციული ღერძი ბაქო–თბილისი–ანკარა აშშ–სა და ევროკავშირისთვის ძალისმიერი კუთხითაც გახდა საინტერესო. სავსებით აშკარაა, რომ ამ მიმართულებითაც სისტემურ მიდგომას გამოიყენებენ, რაც მოსკოვისა და სირიის კრიზისთან ასე თუ ისე დაკავშირებული „ძალისმიერი ხაზის“  შეკავებაში გამოიხატება. 

მოვლენების ამგვარად განვითარების წანამძღვრები უკვე ჩანს. ჯერ ერთი, ნატომ აზერბაიჯანთან თანამშრომლობის ინდივიდუალური გეგმა დაამტკიცა, რომელიც არა მხოლოდ ერთობლივ წვრთნებს, არამედ მისიებში მონაწილეობასაც მოიაზრებს. და მეორეც: საუდის არაბეთმა 72 საათში ჩამოაყალიბა ისლამური სამხედრო კოალიცია, რომლის ამოცანაც ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაა. ახალ კოალიციაში უკვე 34 სახელმწიფოა გაერთიანებული. ახლა კი აზერბაიჯანიც განიხილავს ამ ალიანსთან მიერთების შესაძლებლობას.  

შეუძლებელია, რომ ამ მოვლენებმა არ შეაშფოთოს მოსკოვი, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი სამხრეთ კავასიაში მოკავშირისა და მნიშვნელოვანი მოთამაშის „სხვის“ კოალიციაში გადასვლად აღიქვას, რომელიც სირიის საკითხებში მოსკოვის ინტერესებს არ გაითვალისწინებს.    

განგაშისთვის დამატებით სტიმულს საქართველო იძლევა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: ევროკავშირის გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენა იქნება

ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კკვირიკაშვილმა მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, არ ისპეკულირონ რუსულ–თურქული კონფლიქტით, ვინაიდან ეს არანაირ სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს. თუმცა იმავდროულად ამ გაფრთხილებაში აქცენტი ანკარის ინტერესებზე იყო გადატანილი.   

საიდუმლო არაა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებობდა დერეფანი, რომლითაც ადამიანები ბოლო დრომდე გადადიოდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“. კონფრონტაციის ახალი წრის დაწყების შემთხვევაში, ამ დერეფანმა შესაძლოა უკუმიმართულებით დაიწყოს მუშაობა. ამის აღკვეთა მხოლოდ საზღვრების ჩაკეთვითაა შესაძლებელი, რაზეც არც ანკარა წავა და არც თბილისი — გამომდინარე ეკონომიკური მოსაზრებებიდან. 

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რისკის ზონაში იმოფება. ამაზე მეტყველებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეორგოლი, რომელშიც, საქართველოს, ეგრეთ წოდებული, ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი მოქალაქეები, მოუწოდებენ ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას, მხარი დაუჭირონ „ისლამურ სახელმწიფოს“, დანარჩენებს კი „ხალიფატის იერიშით“ ემუქრებიან.   

თუმცა ეს მხოლოდ თბილისის კი არა, მოსკოვის პრობლემაცაა, ვინაიდან „ხალიფატის იერიში“, ასე თუ ისე, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განხორციელდება. ხოლო რუსეთისა და საქართველოს რთული ურთიერთობები შეუძლებელს ხდის, რომ ამ ქვეყნებმა სრულად შეათანხმონ ამ საფრთხის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევები.   

ანკარა - Sputnik საქართველო
თურქეთი მხარს უჭერს საქართველოსათვის ნატოს წევრობის გეგმის მინიჭებას

სამაგიეროდ, აშშ–ს შეუძლია გაააქტიუროს საქართველოში არსებული ნატოს საწვრთნელი ცენტრის მუშაობა. ოფიციალურ საბაბად შესაძლოა იქცეს საქართველოს დაცვის აუცილებლობა, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის პოტენციური ესკალაციის გათვალისწინებით, ისე „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან წამოსული საფრთხეებისა.  

ამ ცენტრის ქმედებები კი სულაც არ მოეწონება მოსკოვს. 

ასეა თუ ისე, მაგრამ სამხრეთ კავკასია სტაბილური პერიოდიდან გადის და ეს, რაღა თქმა უნდა, საგანგაშო სიგნალია — თანაც, არა მხოლოდ რუსეთისთვის. 

ყველა ახალი ამბავი
0