თურქეთის ელჩი თბილისში მომავალი დიპლომატების კლუბის წევრებთან ერთად სიტყვით გამოვიდა სახალხო ლექციაზე "თურქეთის საგარეო პოლიტიკა — საქართველო, რუსეთი, სირია".
თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ გუმრუკჩუ რამდენიმე საათის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით "თავისუფალი უნივერსიტეტის" აუდიტორიის წინაშე და პასუხობდა მომავალი დიპლომატების კლუბის წევრებისა და დანარჩენი საზოგადოების შეკითხვებს.
როგორც ელჩმა განაცხადა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობასა და კონფლიქტების რეგულირებას, ასევე დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც ნეგატიურად აისახება რეგიონის განვიტარებასა და შესაბამის კონტაქტებზე.
საკუთარ გამოსვლაში თურქეთის დიპლომატიური მისიის მეთაური საქართველოში შეეხო დაიშის პრობლემასაც, სირიაში არსებულ სიტუაციას, რუსეთთან თანამშრომლობისა და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის განვითარების თემებს. ელჩისათვის დასმული შეკითხვების უმეტესობა ასევე ეხებოდა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს.