თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თურქეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ნატოს წევრობის გეგმის გადაცემას, განაცხადა ორშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ.
"საქართველო უნდა ჩაერთოს წევრობის გეგმაში“, — უთხრა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.