ფედერაციის საბჭოში თბილისიდან პუტინის "მძლავრ სიგნალზე" პასუხს ელიან

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დეფერაციის საბჭოს შენობა
რუსეთის დეფერაციის საბჭოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა მხარემ უნდა ისარგებლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებით საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზადყოფნის შესახებ და დიპლომატიური არხებით უნდა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, მიიჩნევენ ფედერაციის საბჭოში.

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ.

„ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით მძლავრი სიგნალი გაუშვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სამართლიანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, – განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ვეტერანმა იგორ მოროზოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას უპასუხა

მისი განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს „შეხების ბევრი წერტილი“ აქვს. „ჩვენ მზად ვართ პარლამენტის არხებით ურთიერთობების აღდგენისთვის“, – დასძინა მოროზოვმა.

„იმედია, რომ საერთაშორისო არენაზე ქართველი კოლეგები ჩვენი მომხრეები და არა მოწინააღმდეგეები იქნებიან“, – აღნიშნა მან. 

მოროზოვის განმარტებით, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევას არ აპირებს, და კონკრეტულ შემთხვევაში თავად საქართველომ უნდა „მოილაპარაკოს თავის მეზობლებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“. „ თუმცა, ხაზგასმით გაჟღერდა ისიც, რომ რუსეთი საქართველოს არ მისცემს მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობის უფლებას“, – განაცხადა სენატორმა. 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ თბილისში პოზიტიურ და საინტერესო ნაბიჯად მიაჩნიათ.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნებისმიერ საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს

რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების  თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0