თედო ჯაფარიძე: პუტინის განცხადება ვიზების გაუქმების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია

© photo: Sputnik / Дмитрий Донской / გადასვლა მედიაბანკშითედო ჯაფარიძე
თედო ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება საქართველოსთან ვიზების გაუქმების თაობაზე თბილისში საინტერესო და 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნებისმიერ საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს

პოზიტიურ ნაბიჯად მიაჩნიათ, — განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ. 

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ.

„ეს საინტერესო განცხადებაა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ეს პოზიტიური ნაბიჯია, თუკი ის, რაღა თქმა უნდა, რეალიზდება“, — თქვა ჯაფარიძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0