რუსეთი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნებისმიერ საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების არჩევანში მდგომარეობს, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

„(საქართველოსთან) ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ, მაგრამ მზად ვართ მის აღსადგენად, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს, პირველ რიგში, ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საქმეა, საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა პუტინმა. 

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0